ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერკინისის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული ტაოს და კლარჯეთის საზღვარზე, კლარჯეთის პროვინციის, თუხარისის ტერიტორიაზე.

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

ბუბა კუდავა ერკნისის ციხეს მიიჩნევს ციხე-ქალაქ თუხარისად. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ხოდის ხეობაშიც შეიძლება მისი ძებნა, რადგან ციხე იქაც არის და ბერთას სახარების მინაწერი სწორედ ხოდის ხეობის ტოპონიმებს იხსენიებს. მისი აზრით, შესაძლოა გარკვეულ პერიოდში მოხდა ადმინისტრაციული ცენტრის გადატანა ერკინისიდან ხოდის ხეობაში.

ერკინისის ძველ თუხარისთან გაიგივების სასარგებლო მონაცემებია: მეგალითური ნაქალაქარის არსებობა ციხის დაბლა, აქ გადიოდა შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი გზები (იშხნის, ოხურის, ტაოსკარის ხევებიდან), მდ. ჭოროხიდან არ არის დაშორებული დიდი მანძილით, აქ მდებარეობს ადრეშუასაუკუნეების ეკლესია.[1] თანამედროვე ართვინის რაიონის სოფელ დიქმენლის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე მდ. ხოდისწყლის ჭოროხთან შესართავიდან 1,2 კმ-ზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენ ნაპირზე, კლდოვანი მთის თავზე შემორჩნილია ციხის ფრაგმენტები. ციხე ძლიერაა დაზიანებული, შემორჩნილია რამდენიმე ნაგებობის კედლის ფრაგმენტები.

ერკინისის ციხე სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩევა, ის კლარჯეთის პროვინცია თუხარისის გზებს აკონტროლებს.

ტოპონიმი

რედაქტირება

ტოპონიმი ერკინისი „რკინისას“ ნიშნავს სავარაუდოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ლითონების, მათ შორის რკინის წიაღისეულის სიმრავლეს შეიძლება უკავშირდებოდეს. ერკინისის პირდაპირ თარგმანს უნდა წარმოადგენდეს მიმდებარე დაბის თანამედროვე სახელწოდება — დემირკენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
  1. ბუბა კუდავა, კიდევ ერთელ ციხე-ქალაქ თუხარისის ლოკალიზაციისთვის, II საერთაშორისო კონფერენცია, ტაო-კლარჯეთი, მოხსენიებათა თეზისები, თბ. 2012 გვ. 49-51
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერკინისის_ციხე“-დან