ტაოსკარი
ტაოსკარი — ციხე-ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეული ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე (ქ. ოლური). ტაოსკარი მოიცავს ფართო დაბლობს მდინარე ტაოსკარსა და სალუჩურის შესართავს შორის. ეს ქვაბული ყოველი მხრით შემოზღუდულია მაღალი კლდოვანი მთებით და მათ გარდა კიდევ სხვა ხუთი პატარა ხევით. აქვე მდებარეობდა ტაოსკარის ეკლესია, რომელიც XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის,[1] ცნობით, ბანის საეპისკოპოსოს სამწყოში შედიოდა.
„ႨႡ. ბანელის სამწყსო სულ ბანი, ტაოსკარი, ფანასკერტი, პარეზის-ჴეობა (ჰარეზის), სულა ოლთისი და ნამურაკანი.“
| |
(ანდერძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა)
|
ექვთიმე თაყაიშვილი, ტაოსკარს აღწერს შემდეგნაირად:
მოსახლეობას შეადგენდა უმთავრესად გამაჰმადიანებული ქართველები, 100 კომლამდის. ადგილობრივი ბეგი ხიმშიაშვილი იყო, დარვიშ-ბეგი. ხიმშიაშვილების მიერ არის აშენებული ტაოსკარის ჯამე 1072 წელს გიჯრისა. ქვის ოთხკუთხედი შენობაა ოლთისის ჯამეს გეგმისა, მაგრამ არა ისე ლამაზი და შემკობილი. ხოლო მისი ხის მიმბეთი და კათედრაც ლამაზად მოხარატებულია. მის ახლოს ძველი აბანოს შენობა არის, ახლა დაქცეული. ზემო ნაწილში დაბისა, ლამაზ ბაღნარში, დაცულია ორი ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევი. უმთავრესი მათ შორის ეკუთვნის მრგვალი რიგის ეკლესიის ტიპს.[2]