ნარიმანი
ნარიმანი — მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.[1][2]
ლოკალიზდება ისტორიულ ოლთისში, არზრუმის ოლქში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის სათავესთან, თანამედროვე ქალაქ ნარმანის (ნამირვანის) ტერიტორიაზე. ნარიმანი წყაროებში ნარუმაკის, ნარმანის, მამირვანის სახელითაცაა ცნობილი. XVI ს-ში ნარიმანი/ნარმუკი ნამურაკანის სახელწოდებით შედიოდა ბანელი ეპისკოპოსის სამწყსოში.[3][4] თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ნარიმანი XVI-XVIII სს-ში შევიდა ჩილდირის ეიალეთის მამირვანის ლივას, მამირვანის ნაჰიეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ.