ნიკოლოზ ერისთავი

(გადამისამართდა გვერდიდან ერისთავი, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი (დ. 1823 — გ. 26 მარტი, 1856) — თავადი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1854); კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე.

თავადი ნიკოლოზ ერისთავი

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. სამხედრო სამსახურში 1840 წელს მოხალისედ შევიდა და თავად ივანე ანდრონიკაშვილის რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო აჯანყებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი სიმაგრის იერიშის დროს ფეხში დაიჭრა. არმიას 1844 წელს დაუბრუნდა და დაღესტანში იბრძოდა. 1849 წელს დაინიშნა მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად.[1] ყირიმის ომის დროს თავი გამოიჩინა ჩოლოქის ბრძოლაში; გამარჯვების სახარებლად გაგზავნილი იყო პეტერბურგში, სადაც მას ფლიგელ-ადიუტანტისა და პოლკოვნიკის წოდებები მიენიჭა. შემდგომში მსახურობდა გურიის რაზმში. 1855 წლიდან მეთაურობდა ჯერ სმოლენსკის ქვეითთა, შემდეგ ეკატერინოსლავის ლაიბ-გრენადერთა პოლკს. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (ბაბთით, 1845), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1845) და წმ. გიორგის IV (1854) ხარისხების ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება