ერთწლოვანი საკვები ბალახი

ერთწლოვანი საკვები ბალახიმცენარეები, რომლებსაც იყენებენ ცხოველთა საკვებად. ცნობილია 60-ზე მეტი სახეობა. მარცვლოვნებიდან მოჰყავთ სუდანურა, ქვრიმა, ერთწლოვანი კოინდარი და სხვა. პარკოსნებიდან — ცერცველა, ცულისპირა, ბარდა და სხვ. ერთწლოვანი საკვები ბალახს თესავენ ან ძირითად კულტურად ან სხვა ძირითადი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, როგორც შუალედურს, დამატებითი მოსავლის მისაღებად. იყენებენ მწვანე საკვებად, სილოსად, თივად და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება