ერემია სვანაძე
ერემია (ერემო) სვანაძე (დ. 30 მაისი, 1932, ქუთაისი — გ. 10 ივნისი, 2012, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990). ქუთაისის საპატიო მოქალაქე. აკაკი წერეთლის და ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1997).
ერემია სვანაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 მაისი, 1932 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი |
10 ივნისი, 2012 (80 წლის) ქუთაისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1932 წლის 30 მაისს ქუთაისში. 1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობიო ფაკულტეტი. ამავე წელს იგი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში ჩაირიცხა და დაიწყო მოღვაწეობა სცენაზე. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორისაა: ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), აბესალო (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“), იაზონი (ლ. სანიკიძის „მედეა“), კასიო (შექსპირის „ოტელო“), სიმონიკა (დ. კვიცარიძის „გამარჯობა ჩემო ქალაქო“), შავლეგი (კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“), ელიზბარი (ა. ჩხაიძის „თავისუფალი თემა“), როდიონი (ა. გეწაძის „ძველმოდური კომედია“), ადიკო (შ დადიანის „გუშინდელნი“), ლიმონა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), გამომძიებელი (რ. მიშველაძის „ჩემი ქუთაისი“) და სხვა.
გადაღებულია რამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმში.
2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემია სვანაძის.
ერემია სვანაძის სახელობისაა დამოუკიდებელი თეატრალური დასი ქუთაისში[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1957 — საბუდარელი ჭაბუკი
- 1966 — პიერი მილიციის თანამშრომელი
- 1971 — მოიტაცეს თამარ ქალი — ერემო
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1990: საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1997: ღირსების ორდენი
- ლადო მესხიშვილის სახელობის პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- ქუთაისის საპატიო მოქალაქე