ერგი (გეოგრაფია)
ერგი — უმეტესად აფრიკისა და არაბეთის უდაბნოებში გავრცელებული ქვიშიანი მასივების საერთო სახელწოდება. წარმოიქმნება უმთავრესად რელიეფის დადაბლებულ ადგილებში. სახელწოდება მომდინარეობს არაბული სიტყვისაგან ʿarq (عرق), რომელიც ნიშნავს „დიუნების ველს“[1]. უდიდესია აღმოსავლეთი დიდი ერგი და დასავლეთი დიდი ერგი.[2]
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერგი არის უდაბნო ტერიტორია, რომელიც შეიცავს 125 კმ²-ზე მეტ ეოლურ და ქარისმიერ ქვიშებს,[3] სადაც ქვიშა ფარავს ზედაპირის 20%-ზე მეტს.[4] უფრო მცირე ტერიტორიები ცნობილია „დიუნების ველის“ სახელწოდებით.[5]
დამახასიათებელია ბარხანების, დიუნების, მფრინავი ქვიშებისა და მლაშობების ერთობლიობა. მოკლებულია ნაწილობრივ ან მთლიანად მცენარეულ საფარს. მსოფლიოს უდიდეს უდაბნოში — საჰარაში გვხვდება მრავალრიცხოვანი ერგები, რომელთაგან აღსანიშნავია: ერგ-შეში და ერგ-ისავანი. ერგი კონცენტრირებულია უმეტესად ორ მხარეში: ჩ.გ. 40° 20° და ს. გ. 20° 40° შორის. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთსა და ცენტრალურ აზიასა და ცეტრალურ ავსტრალიაში.
სამხრეთ ამერიკაში ერგი შემოფარგლულია ანდების მთათა სისტემით, თუმცა პერუსა და არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გვხვდება დიდი ზომის დიუნები. შედარებით მცირე ფართობზე გვხვდება ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.
არაბეთში ამგვარ წარმონაქმნებს ნეფუდს უწოდებენ, შუა აზიაში — ყუმს.[6]
ერგი წარმოადგენს ლანდშაფტის ფორმას, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ ისეთ პლანეტებზე, სადაც მიმდინარეობს ხანგრძლივი ქარისმიერი ეროზია, რომელსაც საბოლოოდ მოჰყვება ქვიშის წარმოქმნა და დაგროვება. დღეისათვის მზის სისტემაში ერგი გვხვდება სამ ციურ სხეულზე: ვენერაზე, მარსზე და ტიტანზე.[7]
ვენერაზე НАСА-მ მიაგნო ასე თუ ისე ორ ერგს: აგლაონისისა (ფართობი 1290 კმ²) და მეშკენეტის (~17,120 კმ²) ზონებში.[8] აღნიშნული დიუნები არათანაბრად არიან განლაგებული.
პლანეტა მარსზე არსებობს უზარმაზარო ზომის ერგები, სადაც დიუნები საკმაოდ დიდ ზომებს აღწევენ[9]. 2005 წლის ოქტომბერს მსხვილ დიუნებს მიაგნეს ასევე სატურნის თანამგზავრ ტიტანზე, რომლის წარმონაქმნი დედამიწის იდენტური იყო. ერთ-ერთი ერგი 1497 კმ-ზე იყო გადაჭიმული.[10] ტიტანზე ერგების წარმოშობა დაკავშირებულია უძლიერეს ქარებთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ერგი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Summary: Sand Seas/Ergs/Dune Fields. Desert Guide. United States Army Corps of Engineers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-29. ციტირების თარიღი: 2006-05-18.
- ↑ Эрг // Большая советская энциклопедия
- ↑ Parrish, Judith Totman (2001). Interpreting Pre-Quaternary Climate from the Geologic Record. Columbia University Press. p. 166.
- ↑ Summary: Sand Seas/Ergs/Dune Fields". Desert Guide. United States Army Corps of Engineers
- ↑ Aeolian Landform
- ↑ Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,
- ↑ Stiles, Lori (2006-05-04). "Titan's Seas Are Sand". UA News. University of Arizona.
- ↑ Greeley, R., et al. (1992), Aeolian features on Venus: Preliminary Magellan results დაარქივებული 2008-06-15 საიტზე Wayback Machine. , J. Geophys. Res., 97(E8), 13,319–13,345.
- ↑ Britt, Robert Roy. (2003-11-10) Sand Dunes on Mars Reach Dizzying Heights. Space.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-02-18. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
- ↑ Stiles, Lori. (2006-05-04) Titan's Seas Are Sand. UA News. University of Arizona.