ენი მაუნდერი
ენი მაუნდერი (ინგლ. Annie Scott Dill Maunder ; დ. 14 აპრილი, 1868, სტრაბანი, ტირონი — გ. 15 სექტემბერი, 1947, უონდსუერტი, ლონდონი) — ბრიტანელი და ირლანდიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.
ენი მაუნდერი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 აპრილი, 1868 სტრაბანი, ტირონი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
15 სექტემბერი, 1947 (79 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | ასტრონომი, მათემატიკოსი |
მეუღლე(ები) | ედუარდ, უოლტერ მაუნდერი |
ჯილდოები | სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრი (1916) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაენი რასელი დაიბადა 1868 წელს სტრაბანში, ტირონის საგრაფოში, ირლანდიაში, უილიამ ენდრიუ რასელისა და ჰესი ნესბიტ დილის ოჯახში. მისი მამა 1882 წლამდე პრესვიტერიანული ეკლესიის მსახური იყო, დედა კი — მღვდლის ქალიშვილი. ენის გარდა ოჯახში კიდევ ხუთი ბავშვი იზრდებოდა რელიგიური სულისკვეთებით. ოჯახში ყველა ბავშვმა მიიღო კარგი განათლება. ენი და მისი და ესთერი დადიოდნენ ბელფასტის გოგონათა საუნივერსიტეტო სკოლაში (ახლანდელი Victoria College, Belfast). 1886 წელს სკოლის გამოცდების ჩაბარების შემდეგ მიიღო პრიზი და მიეცა უფლება ჩაებარებინა მისაღები გამოცდები გერტონის კოლეჯში (კემბრიჯის უნივერსიტეტი ). შედეგად, დაენიშნა სამწლიანი სტიპენდია წელიწადში 35 ფუნტი.[1]
უნივერსიტეტში სწავლისას ენიმ 1889 წელს წარჩინებით ჩააბარა გამოცდები წლის მათემატიკოსის წოდების მოსაპოვებლად და იყო პირველი გოგონა ირლანდიიდან, ვინც მიიღო მაღალი სტუდენტური წოდება — Wrangler. თუმცა, იმდროინდელი ადათ-წესები არ აძლევდა მას ბაკალავრის ხარისხის მიღების საშუალებას.
1890 წელს ენის აცნობეს, რომ გრინვიჩში ვაკანსია იყო. მან რამდენჯერმე მისწერა გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიას სამუშაოს მიღების იმედით. მამამისმა გაგზავნა თხოვნა და სერ რობერტ სტოუელ ბოლის სარეკომენდაციო წერილი. ენი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ჯერსის გოგონების საშუალო სკოლაში, სანამ მას შესთავაზებდნენ ჰერბერტ ტერნერის უფროსი თანაშემწის თანამდებობას. 1891 წლიდან მუშაობდა გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაში, მუშაობდა ერთ-ერთ "გამომთვლელ ქალბატონად " მზის კვლევის განყოფილებაში. ამ სამუშაოსთვის ენი თვეში 4 ფუნტს იღებდა, რაც ძლივს ყოფნიდა იყო თავის შესანახად, მიუხედავად იმისა, რომ იღებდა მასწავლებლის ხელფასს 8 ფუნტს და ჰქონდა უფასო საცხოვრებელი.[2]
ენი მუშაობდა მაუნდერის ხელმძღვანელობით, რომელიც აქტიურად სწავლობდა მზეს (ტერმინი მაუნდერის მინიმუმი მის სახელს უკავშირდება) გრინვიჩის ფოტოჰელიოგრაფიულ პროგრამაში — ენი არეგისტრირებდა მზის ლაქებს, მათ ადგილმდებარეობას და მოძრაობას მზის დისკზე. მან აღმოაჩინა, რომ მისი დაკვირვების წელს მზის ლაქების რაოდენობამ 7-ჯერ გადააჭარბა ბოლო 35 წლის საშუალო რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა შემდგომში არანაირად არ უკავშირდებოდა მის სახელს, მომდევნო 1892 წელს, ედვარდ მაუნდერმა წარადგინა იგი სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრობის კანდიდატად. 1894 წლის ნოემბერში ენი დაინიშნა ჟურნალ British Astronomical Association-ის რედაქტორად, რომლის პრეზიდენტი იყო ედვარდ მაუნდერი. თანამდებობა ენიმ შეინარჩუნა 35 წლის განმავლობაში.[3]
მას შემდეგ, რაც ენი რასელი და ედვარდ მაუნდერი დაქორწინდნენ, წესის მიხედვით, რომელიც ვრცელდებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ გათხოვილი ქალებზე, იძულებული გახდა დაეტოვებინა ობსერვატორია. თუმცა, მან განაგრძო მუშაობა ასტრონომიის სფეროში, თან ახლდა ქმარს მზის დაბნელების შესასწავლ ექსპედიციებში. ენი გაემგზავრა ხუთ ექსპედიციაში, როგორც ბრიტანეთის ასტრონომიული ასოციაციის წევრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექსპედიციები 1896 წელს ნორვეგიაში და 1898 წელს ინდოეთში, სადაც მან გადაიღო მზის გარე გვირგვინი. 1901 წლის მაისში მან ასევე გადაიღო მზის დაბნელება. ენი თან ახლდა ქმარს კანადის ექსპედიციაში, რომელსაც აფინანსებდა კანადის მთავრობა.[4]
1904 წელს უოლტერმა და ენი მაუნდერებმა გამოაქვეყნეს მზის აქტივობის გრაფიკი (ენი არ იყო ჩამონათვალში როგორც თანაავტორი). 1907 წლიდან ენი გამოჩნდა სამეცნიერო პუბლიკაციებში თანაავტორად, ან თავად აქვეყნებდა სტატიებს. 1908 წელს მან და მისმა მეუღლემ დაწერეს პოპულარული სამეცნიერო წიგნი "The Heavens and their Story", რომელიც განკუთვნილი იყო ფართო აუდიტორიისთვის.[5]
აღიარება და ხსოვნა
რედაქტირება1916 წლის ნოემბერში, ქალებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ენი მაუნდერი აირჩიეს სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრად.
2016 წელს სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ დააწესა "ენი მაუნდერის მედალი" ასტრონომიისა და გეოფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მათი პოპულარიზაციისთვის.
კრატერს მთვარეზე უწოდეს სახელი უოლტერ და ენი მაუნდერების საპატივსაცემოდ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1895 წლის 27 დეკემბერს ენი დაქორწინდა 45 წლის ედუარდ უოლტერ მაუნდერზე, რომელსაც წინა ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა. ის მეუღლეზე 17 წლით უმცროსი იყო, ხოლო მის 21 წლის ვაჟზე — მხოლოდ 9 წლით უფროსი. ენის საკუთარი შვილი არ ჰყოლია.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Annie Maunder – pioneering female astronomer". Archived from the original on 30 August 2017. Retrieved 2 February 2021.
- ↑ Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Annie Scott Dill Russell Maunder // Dictionary of Irish Biography ) — RIA.
- ↑ "Blue Plaques to tell stories of working class experience". English Heritage. Retrieved 20 February 2022.
- ↑ Atromers honoured with blue plaque". The Herald. 17 March 2022. p. 11.