ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენი კოენ კოფჩოვსკი (ინგლ. Annie Cohen Kopchovsky; დ. 1870 — გ. 11 ნოემბერი, 1947)[1] ცნობილი, როგორც ენ ლონდონდერი — ლატვიელი იმიგრანტი აშშ-ში, 1894-95 წლებში გახდა პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიო შემოიარა ველოსიპედით.

ენი ლონდონდერი

ენი ლონდონდერი ახალგაზრდობაში
დაბადების სახელი ენი კოენი
დაბადების თარიღი 1870
ლატვია
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი, 1947(1947-11-11) (76-77 წლის)
მოქალაქეობა ამერიკა
საქმიანობა

ადრეული ცხოვრება და ქორწინება

რედაქტირება

ენი კოჰენი დაიბადა ლატვიაში,[2] ლევ (ლეიბ) და ბეატრიც (ბაშა) კოენების ოჯახში.[3] ჰყავდა უფროსი და-ძმა: სარა და ბენეტი.[4] მისი ოჯახი ამერიკაში 1875 წელს გადავიდა[4] და ენი 4-5 წლის ასაკში გახდა აშშ-ის მოქალაქე.[5]

დასახლდნენ ბოსტონში და ცხოვრობდნენ ქირით სპრინგ სტრიტზე (Spring Street). 1887 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მისი მამა, ორ თვეში კი — დედაც. მისი უფროსი და, სარა, უკვე დაქორწინებული იყო და მეინის შტატში ცხოვრობდა, ამიტომ 17 წლის ენისა და მის 20 წლის ძმას, ბენეტს მოუწიათ მცირეწლოვან დედმამიშვილებზე ზრუნვა (იაკობი — 10 და როზა — 8-9).[5] ორივენი, ენი და ბენეტი მალე დაქორწინდნენ და მეუღლეებთან ერთად განაგრძეს ცხოვრება სპრინგსტრიტზე.

1888 წელს ენი კოენი დაქორწინდა წვრილმანებით მოვაჭრე სიმონ მაქს კოპჩოვსკიზე.[4] მაქსი იყო თავგამოდებული მორწმუნე ორთოდოქსი იუდეველი, დადიოდა სინაგოგაში და სწავლობდა თორას, ამ დროს ენი ყიდდა სარეკლამო სივრცეს ბოსტონის რამდენიმე ყოველდღიური გაზეთისთვის.[5] ეყოლათ 3 შვილი:[2] ბერთა მალკი (მოლი), ლიბი და სიმონი. მისი ძმა იაკობი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 17 წლის ასაკში.

 
ენი ლონდონდერი ველოსიპედით

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

რედაქტირება

სანაძლეო

რედაქტირება

1894 წელს ორმა მდიდარმა ბოსტონელმა კაცმა ვითომდა დადო სანაძლეო $20, 000-ით $10, 000-ის წინააღმდეგ, რომ ვერცერთი ქალი ვერ შეძლებდა დედამიწის შემოვლას ველოსიპედით[6] 15 თვეში და $5,000-ის მოპოვებას.[2] საეჭვოა, რომ სანაძლეო საერთოდ იყო, რადგან ფსონის სავარაუდო ჩამომსვლელთა სახელები არასდროს დასახელებულა.

გამგზავრება

რედაქტირება

1894 წლის 27 ივნისის დილის 11 საათისთვის ენი ლონდონდერი სამოგზაუროდ წავიდა მასაჩუსეტსის შტატის რეზიდენციიდან ბეკონ ჰილზე.[4] 24 წლისას ეცვა გრძელი ქვედატანი, კორსეტი და პერანგი მაღალი საყელოთი, თან ჰქონდა გამოსაცვლელი ტანსაცმელი და მარგალიტისტარიანი პისტოლეტი.[2]

24 სექტემბერს, ჩიკაგოში ჩასვლისას დაკარგა 20 ფუნტი[2] და სურვილიც გაგრძელებისა. ზამთარი ახლოვდებოდა და გააცნობიერა, რომ თოვლის დაწყებამდე მთებს ვერ გადალახავდა. ჩიკაგოდან წამოსვლამდე შემოხვდა კომპანია Sterling Bicycle Works, რომელსაც ოფისი კეროლის გამზირზეც ჰქონდა[4] და ენის სპონსორობის გაწევა შესთავაზა, მისცა სპილოს ძვლის, ოქროსფერი კაცების Expert Model E Light Roadster. ველოსიპედი იყო ერთსიჩქარიანი და არ ჰქონდა არც თავისუფალი სვლის ქურო (cogset) და არც მუხრუჭი.[4] ენიმ ტანისამოსიც შეიცვალა და კაბა ჯერ განიერი, მუხლებთან ვიწროდ შემოჭერილი შარვლით (bloomers) ჩაანაცვლა, ბოლოს კი კაცის კოსტიუმით (riding suit).[2]

ევროპა და აზია

რედაქტირება

ენის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დაესრულებინა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. 1894 წლის 24 ნოემბერს ჩაჯდა ფრანგულ ლაინერში ― La Touraine საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროს მიმართულებით. 3 დეკემბერს[7] ჩააღწია ლე-ჰავრში, თუმცა ბიუროკრატიაში აიხლართა, ველოსიპედი და ფული საბაჟოს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს, ფრანგული მედია კი მის გარეგნობაზე შეურაცხმყოფელი სტატიების წერით იყო გართული.[2] მან მოახერხა გათავისუფლება და პარიზიდან მარსელში ჩასვლა.

მარსელიდან ორთქლის ძრავაზე მომუშავე გემით ― Sydney[4] გაემგზავრა ჩიკაგოში დასაბრუნებლად. გზად მრავალ ადგილს ეწვია, მათ შორის: ალექსანდრიას, კოლომბოს, სინგაპურს, ჰონგ-კონგს, შანხაის, ნაგასაკისა და კობეს.

დაბრუნება აშშ-ში

რედაქტირება

1895 წლის 9 მარტს გემით გაემგზავრა იოკოჰომადან და 23 მარტს მიაღწია ოქროს კარიბჭეს (სრუტე) სან-ფრანცისკოში.[7] გზად ენი და სხვა ველომრბოლელი გაქცეულმა ცხენმა და ვაგონმა ლამის იმსხვერპლა, მიუხედავად სხეულის უმნიშვნელო დაზიანებისა, ენი ამტკიცებდა, რომ სტოკტონის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ორი დღე სისხლიან ნახველს იღებდა. სინამდვილეში, უბედური შემთხვევის დღეს ლექციას კითხულობდა სტოკტონის მოცარტის დარბაზში.[7]

1895 წლის 12 სექტემბერს ენი ჩავიდა ჩიკაგოში ორ ველომრბოლელთან ერთად, რომლებსაც აიოვაში, კლინტონის ოლქში, შეხვდა და კუთვნილი პრიზი 10, 000 დოლარი აიღო.[7]

ანტრეპრენიორობა

რედაქტირება

მოგზაურობის შემდეგ, ენი დათანხმდა შემოთავაზებას და დაიწყო თავისი მოგზაურობების შესახებ წერა, ეგრეთ წოდებული — „New Woman“, ამიტომაც ოჯახთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში ჟურნალისტური კარიერის გასაგრძელებლად.[2] სტატია იწყებოდა ასე,- „მე ვარ ჟურნალისტი და „ახალი ქალი“ (New Woman), თუ ეს ტერმინი ნიშნავს, რომ მე მჯერა, შემიძლია გავაკეთო ნებისმიერი რამ, რაც კაცს შეუძლია გააკეთოს.“[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

დამატებით საკითხავი

რედაქტირება
  • Zheutlin, Peter (August 28, 2016). „Part 1. Backstory: Chasing Annie Londonderry“. The Christian Science Monitor (ინგლისური). ციტირების თარიღი: December 13, 2016.
  • Zheutlin, Peter (August 29, 2016). „Part 2. Backstory: Retracing Annie Londonderry's Victorian odyssey“. The Christian Science Monitor (ინგლისური). ციტირების თარიღი: December 13, 2016.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Weber, Bruce. Annie Londonderry, Who Traveled the World by Bicycle. The New York Times (6 November 2019). ციტირების თარიღი: 15 March 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Foulkes, Debbie. (April 5, 2010) Annie Kopchovsky Londonderry (1870? – 1947) Rode A Bicycle Around the World.. Forgotten Newsmakers. ციტირების თარიღი: September 21, 2016.
  3. Lennon, Troy (2015-09-25). „The first woman to cycle around the world | Daily Telegraph“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 2020-02-04.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Zheutlin, Peter (2007). Around the World on Two Wheels: Annie Londonderry's Extraordinary Ride. New York: Citadel. ISBN 978-1400155477. 
  5. 5.0 5.1 5.2 Macy, Sue (2011). Wheels of Change: How Women Rode the Bicycle to Freedom (with a Few Flat Tires along the Way). Washington, D.C.: National Geographic Children's Books, გვ. 67–69. ISBN 978-1426328558. 
  6. „First woman to cycle the globe begins journey“. Jewish Women's Archive. 25 June 1894. ციტირების თარიღი: September 21, 2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Zheutlin, Peter. „Chasing Annie: The Woman Who Changed My Life Was Brave, Cunning, Daring And Free -- And I Never Met Her“ (PDF) (May 2005). Bicycling. pp. 64–69. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2017-03-27. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენი_ლონდონდერი“-დან