ენისეის ყურე
ენისეის ყურე (რუს. Енисейский залив) — კარის ზღვის ყურე, გიდანის ნახევარკუნძულსა და აზიის კონტინენტის სანაპიროს შორის. სიგრძე სოპოჩნაია-კარგის კონცხამდე შეადგენს 225 კმ-ს. სიგანე შესართავთან 150 კმ-ია. სიღრმე — 6–20 მ. ენისეის ყურეში ჩაედინება მდინარე ენისეი. ზამთარში იფარება უძრავი ყინულით, ჩრდილოეთ ნაწილში — მცურავით. ყინულისაგან თავისუფლდება ზაფხულის სამი თვის განმავლობაში. მოქცევა ნახევარდღეღამურია (0,4 მ სიმაღლის). ადგილი აქვს თევზჭერასა (ნელმა, ომული და სხვ.) და ზღვის ცხოველებზე (სელაპი, თეთრი ვეშაპი და სხვ.) ნადირობას. ენისეის ყურეზე გადის ქვემო ენისეის პორტებთან — დუდინკასთან და იგარკასთან დამაკავშირებელი საზღვაო გზები. ყურის შესართავის აღმოსავლეთ მხარეს არის საპორტო ქალაქი დიქსონი, რომლის სიახლოვეს, ამავე დასახელების კუნძულზე მდებარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.[1]
ენისეის ყურე | |
---|---|
Енисейский залив | |
კოორდინატები | 72°30′ ჩ. გ. 81°15′ ა. გ. / 72.500° ჩ. გ. 81.250° ა. გ. |
აუზი | კარის ზღვის |
ქვეყნები | რუსეთი |
ტიპი | ყურე |
მაქსიმალური სიღრმე | 20 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ენისეი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენისეის ყურე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Енисейский залив // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 9 — М., 1972.