ემბერ ტემბლინი
ემბერ როუზ ტემბლინი (ინგლ. Amber Rose Tamblyn; დ. 14 მაისი, 1983) [1] — ამერიკელი მსახიობი, მწერალი და რეჟისორი. მან სერიალში, ''General Hospital''-ში ემილი ქუარტერმაინის შესრულებული როლით, მაყურებლის დიდი ყურადღება მიიპყრო. შემდეგ კი მთავარი როლი ითამაშა სერიალში ჟოან არკადიელი, რომელშიც განასახიერა ტიტულოვანი პერსონაჟი, ჯოან გირარდი, რომლისთვისაც მან მიიღო ემი ჯილდო და ოქროს გლობუსის ნომინაციები. ნათამაშები აქვს სხვა როლებიც, მათ შორისაა: ფილმი ჯინსის შარვალი-თილისმა, სადაც ტიბი როლინსის როლი მოირგო, ასევე კიტ ემბრის როლი განასახიერა ფილმში, ზარი (2002), ობრე დევისი ითამაშა საშინელებათა ჟანრის ფილმში, ''წყევლა 2'' (2006) და მეგან მაკბრაიდი 127 საათში (2010); სამედიცინო დრამატულ სერიალში, ''ექიმი ჰაუსში'' თამაშობდა მართა მასტერსის როლს. მას ასევე ჰქონდა ჯენის როლი CBS-ს სიტკომში, 2,5 მამაკაცი.
ემბერ ტემბლინი | |
---|---|
ემბერ ტემბლინი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | ემბერ როუზ ტემბლინი |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1983 სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, ავტორი, პოეტი |
აქტიური | 1995-დღემდე |
მეუღლე(ები) | დევიდ კროსი (იქ. 2012) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები | მამა: რუს ტემბლინი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაამერიკელი მსახიობი ემბერ ტემბლინი დაიბადა 1983 წლის 14 მაისს, სანტა მონიკაში, კალიფორნიაში მისი მამა, რასს ტემბლინი, მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალია, რომელმაც 1961 წელს ითამაშა ფილმში ვესტსაიდური ამბავი, 1954 წელს ფილმში შვიდი ძმა შვიდი ძმისთვის და ასევე გადაიღეს სატელევიზიო სერიალში ტვინ პიქსი. ხოლო დედა, ბონი მიურეი, მომღერალი, მასწავლებელი და მხატვარია. მისი მამის ბაბუა, ედი ტემბლინი, ვოდევილის შემსრულებელი იყო. მისი ბიძა არის ლარი ტემბლინი, რომელიც 1960-იანი წლების როკ-ჯგუფ The Standells-ის კლავიშისტია. ემბერი დადიოდა სანტა მონიკას ალტერნატიული სკოლის სახლში, რომელიც, მისი სიტყვებით, იყო "ძალიან არაორდინალური, არავითარი ნიშანი." ათი წლის ასაკში მან პეპი გრძელიწინდა ითამაშა სასკოლო სპექტაკლში;
კარიერა
რედაქტირებატელევიზია
რედაქტირებატემბლინის პირველი სატელევიზიო როლი იყო ემილი ბოუენი (მოგვიანებით ემილი კვარტერმინი), სერიალში, გენერალური საავადმყოფო, აღნიშნული როლი მან ითამაშა ექვსი წლის განმავლობაში (1995 წლიდან 2001 წლამდე). [2] მან ასევე ითამაშა ფილმში მარადმწვანე. [3] [4] [5] ტემბლინი უფრო ცნობილი გახდა CBS დრამატულ სერიალში არკადიელ ჟაონში, თინეიჯერის, ჟოან გირარდის შესრულებული როლით, [6] ტემბლინის მამამ შოუში რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა, როგორც ღმერთმა.
ემბერი გადაღებულია სხვა ტელესერიალებშიც, მათ შორის არის: ''ბაფფი ვამპირებზე მონადირე'', სადაც ემბერმა ითამაშა ჯენის პენშოუს, დონ სამერსის საუკეთესო მეგობრის როლს. შემდეგ გადაიღეს პოლიციის დრამატულ სერიალში, ''დანაშაულის ადგილი:მაიამი''. 2007 წელს ტემბლინმა მონაწილეობა მიიღო CBS-ს Babylon Fields– ში, აპოკალიფსურ კომედიურ დრამაში, რომელიც მკვდრები ცდილობენ თავიანთი ყოფილი ცხოვრების განახლებას.
2009 წლის გაზაფხულზე ტემბლინმა ითამაშა ფილმში არაჩვეულებრივი, სადაც ითამაშა დეტექტიცის, კეისი შრეიგერის როლი. [7] შოუ პირველი სეზონის შემდეგ გაუქმდა. იმავე წელს, ტემბლინს განმეორებითი როლი ჰქონდა მის მეუღლესთან, დევიდ კროსთან ერთად, IFC-ს სიტკომში, ტოდ მარგარეტის სულ უფრო ცუდი გადაწყვეტილებები.
2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილამდე, 1 სეზონის განმავლობაში, თამაშობდა სამედიცინო სტუდენტის, მართა მასტერსის როლს, Fox-ის სამედიცინო დრამატულ სერიალში, ''ექიმი ჰაუსი''. ტემბლინი შოუში 2012 წელს, ფინალურ სერიაში დაბრუნდა.
2013 წლის აგვისტოში, ტემბლინი შეირჩა ჩარლი ჰარპერის დიდი ხნის დაკარგულ ლესბოსელი ქალიშვილის, ჯენის როლზე, სიტკომში „2,5 მამაკაცი“, მასთან ერთად გადაიღეს მსახიობები ეშტონ კატჩერი და ჯონ კრაიერი. სიტკომში პირველად გამოჩნდა შოუს მე-11 სეზონში, 2013 წლის 26 სექტემბერს. [8]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებატემბლინი და მსახიობ-კომიკოსი დევიდ კროსი დაინიშნენ 2011 წლის აგვისტოში, [9] და იქორწინეს 2012 წლის 6 ოქტომბერს. [10] 2017 წლის 21 თებერვალს ტემბლინმა განაცხადა, რომ მას და კროსს ცოტა ხნის წინ შეეძინათ ქალიშვილი. [11] [12]
მასზე ზოგჯერ ამბობენ, რომ იგი იყო მუსიკოსის ნილ იანგისა და მსახიობების, დინ სტოკუელისა და დენის ჰოპერის ნათლული, თუმცა 2009 წელს Parade-თან ინტერვიუში ტემბლინმა განმარტა, რომ „ნათლია“ უბრალოდ ტერმინი იყო, ხოლო სტოკუელი, ჰოპერი და ნილ იანგი მამის მეგობრები იყვნენ, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ემბერის ცხოვრებაზე. [13]
ტემბლინი მხარს უჭერდა ჰილარი კლინტონს კამპანიას, 2016 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს . [14] [15]
ემბერი არის არაკომერციული ორგანიზაციის „Time's Up“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც შეიქმნა სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. [16] ის ასევე ფემინისტია. [17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Amber Tamblyn - About. ციტირების თარიღი: 13 June 2017
- ↑ The 1990s. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2013. ციტირების თარიღი: May 7, 2013
- ↑ Amber Tamblyn in 'The Twilight Zone - Evergreen' part 1/2. ციტირების თარიღი: May 7, 2013
- ↑ Amber Tamblyn in 'The Twilight Zone - Evergreen' part 2/2. ციტირების თარიღი: May 7, 2013
- ↑ Ranked: The Post–"Twilight Zone" Careers of the Aughts Cast. W Magazine | Women's Fashion & Celebrity News. ციტირების თარიღი: 2021-01-13
- ↑ A Plea to the Television Gods. Failuremag.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2013. ციტირების თარიღი: May 7, 2013
- ↑ On ABC this up-coming TV season. New York Daily News.
- ↑ Ausiello, Michael. (August 7, 2013) Amber Tamblyn In "Two And A Half Men". TVLine.
- ↑ Fisher, Kelly (August 17, 2011). „Amber Tamblyn, David Cross Engaged“. Huffington Post.
- ↑ Fowler, Brandi (October 7, 2012). „Amber Tamblyn and David Cross Tie the Knot!“. E!Online.
- ↑ Hawkes, Rebecca (February 24, 2017). „Amber Tamblyn announces utterly ridiculous baby name - and people aren't quite sure what to think“. The Daily Telegraph. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2017. ციტირების თარიღი: February 25, 2017.
- ↑ Mizoguchi, Karen. Amber Tamblyn Reveals Her Daughter's Name Is Marlow Alice — and the Announcement Involves Hillary Clinton. People (March 13, 2017). ციტირების თარიღი: March 14, 2017
- ↑ Tamblyn, Amber. Amber Tamblyn: Confessions of a Child Star. Interview by Kevin Sessums, August 30, 2009. Parade Publications, Inc.. ციტირების თარიღი: 3 April 2012
- ↑ Yandoli, Krystie Lee. Amber Tamblyn Isn't Voting For Bernie Sanders In The Primary Because She's Excited About The Women Candidates. BuzzFeed News (March 5, 2019).
- ↑ Amber Tamblyn Expecting First Child With Husband David Cross. The Hollywood Reporter (October 26, 2016).
- ↑ Lang, Brent. (March 11, 2019) Amber Tamblyn on Hillary Clinton, Bernie Sanders and 'Male Grooming' in Politics. Variety.
- ↑ Amber Tamblyn writing book of essays. The Associated Press (September 6, 2018).