ვესტსაიდური ამბავი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვესტსაიდური ამბავი (ინგ. West Side Story; სიტყვა-სიტყვით: დასავლეთი მხარის ამბავი) — მიუზიკლი და სასიყვარულო დრამა. ფილმის რეჟისორია რობერტ ვაისი და ჯერომი რობინსი. ფილმი 1957 წლის ამავე სახელწოდების მიუზიკლის ადაპტაციაა, რომელიც, თავის მხრივ შექსპირის პიესა ,,რომეო და ჯულიეტა"-ზე დაყრდნობით შეიქმნა. ფილმში მონაწილებას იღებენ: ნატალი ვუდი, რიჩარდ ბეიმერი, რუს ტამბლინი, რიტა მორენო და ჯორჯ ჩაკირისი.

„ვესტსაიდური ამბავი“

ფილმის პოსტერი
West Side Story
ჟანრი სასიყვარულო დრამა
ფილმის ტიპი მიუზიკლი
რეჟისორი

რობერტ ვაისი

ჯერომი რობინსი
პროდიუსერი რობერტ ვაისი
ეფუძნება

ვესტსაიდური ამბავი (ავტორები: ჯერომი რობინსი, ლეონარდ ბერნისტენი, სტეფან სოდჰეიმი, არტურ ლაურენცი)


რომეო და ჯულიეტა (ავტორი უილიამ შექსპირი)
როლებში
  • ნატალი ვუდი,
  • რიჩარდ ბეიმერი
  • რუს ტამბლინი,
  • რიტა მორენო,
  • ჯორჯ ჩაკირსი.
კომპოზიტორი ლენარდ ბერნსტაინი
სტუდია The Mirisch Company
დისტრიბუტორი გაერთიანებული არტისტები
გამოსვლის თარიღი 18 ოქტომბერი, 1961 წელი
ხანგრძლივობა 152 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 6.75 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 44.1 მილიონი აშშ დოლარი

ფილმი 1961 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ის 1961 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. ფილმი ოსკარის თერთმეტ ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან 10-ში გაიმარჯვა, მათ შორის მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.

ფილმი ,,კულტურულად მნიშვნელოვნად" მიიჩნია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ და 1997 წელს შეარჩია ფილმების ეროვნული რეესტრისთვის.[1] ფილმის ახალი ვარიანტი, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია 2021 წლის 10 დეკემბერს გამოვა, სადაც მონაწილებას მიიღებს ენსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი.

სამსახიობო ჯგუფი

რედაქტირება

ნატალი ვუდი - მარიას როლში. ის ბერნარდის უმცროსი დაა და ჩინოს საცოლე გარიგებით.[2] მას ტონი შეუყვარდება.

რიჩარდ ბეიმერი - ტონი. ჯეტსის დამაარსებელი და წევრი. რიფის საუკეთესო მეგობარი. დოკის აფთიაქში მომუშავე. მას მარია შეუყვარდება;

რუს ტამბლინი - რიფის როლში. ჯეტსის მმართველი, ტონის საუკეთესო მეგობარი;

რიტა მორენო - ანიტას როლში. ბერნარდოს შეყვარებული, მარიას უახლოესი ადამიანი;

ჯორჯ ჩაკირისი - ბერნარდოს როლში. შარკსის მმართვლი, მარიას უფროსი ძმა და ანიტას შეყვარებული;

საიმონ ოაკლენდი - პოლიციელი ლეიტენანტი შრანკი, დეტექტივი;

ნედ გლასი - დოკი, აფთიაქის მფლობელი, ტონის უფროსი, მოხუცებული კაცი.

უილიამ ბრემლი - პოლიციელი სერჟანტი კრუპკი.

გამოხმაურება

რედაქტირება

ნიუ-იორკ ტაიმზის რედაქტორი, ბოსლი ქროუთერი წერდა: ,,ნამუშევრის სცენიდან ეკრანზე გადატანა და ასე ხარისხიანი შექმნა კინემატოგრაფიის შედევრია".[3]

Variety-ის რედაქტორი, ვითნი ვილიამსი წერდა: ,,ტექნიკურად ეს შესანიშნავია. ფერები შესანიშნავია, კამერა მომაჯადოვებლად არის გამოყენებული, პროდუქციის სტილი ხასიათს ჰქმნის და შესანიშნავი მოქმედება ყალიბდება".[4]

The Hollywood Reporter-მა ფილმს ,,მომაჯადოვებელი შოუ" უწოდა. ჟურნალში წერდნენ: ,,ბრწყინვალე შოუ, მიუზიკლების გაცოცხლებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. გაითვალისწინეთ რომ ფილმი მიუზიკლი და სასიყვარულო დრამაა, რომლის მსგავიც არც ჰოლივუდში და არც ამერიკაში არაფერი შექმნილა".[5]

კრიტიკოსთა შორის არსებობდა მოწინააღმდეგეებიც, მათ შორის იყო პაულინ კაელი, რომელმაც ფილმს შეურაცხყოფა მიაყენა, მან განაცხადა, რომ დიალოგები ,,მტკივნეულად ძველმოდური" იყო, ხოლო ცეკვა ,,ავადმყოფურად რომანტიკული ბალეტი".

შემოსავალი

რედაქტირება

ვეტსაიდურმა ამბავმა გამოსვლისთანავე დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. იგი 1961 წლის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც 19 645 000 აშშ დოლარი შეადგინა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფარგლებში. ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მიუზიკლის ადგილს ინარჩუნებდა[6] 1965 წელს, მუსიკის ჰანგების გამოსვლამდე. მსოფლიო მასშტაბით ფილმის შემოსავალი 44.1 მილიონი აშშ დოლარია (მხოლოდ 2019 წელს 370 მილიონი). ფილმის მოგებაში მონაწილეობის გამო გაერთიანებულმა ხელოვანებმა მხოლოდ მოგების საშუალებით 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.[7]

ჯილდოები

რედაქტირება

ვესტსაიდურმა ამბავმა ოსკარის 34-ე დაჯილდოებაზე 10 ოსკარი მოიპოვა, მათ შორისაა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.[8][9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Berson, Misha (2011). Something's Coming, Something Good: West Side Story and the American Imagination. Applause Theatre & Cinema Books. p. 155. ISBN 9781557837660.
  2. Pirie, David (1981). Anatomy of the Movies. Macmillan Publishing Co. p. 254. ISBN 0-02-597540-4.
  3. Tino Balio, United Artists: The Company That Changed the Film Industry, University of Wisconsin Press, 1987, p. 177
  4. "West Side Story (1961) – Awards". The New York Times. Retrieved December 24, 2008.
  5. "The 34th Academy Awards (1962) Nominees and Winners". oscars.org. Retrieved August 22, 2011.
  6. Pirie, David (1981). Anatomy of the Movies. Macmillan Publishing Co. p. 254. ISBN 0-02-597540-4.
  7. Tino Balio, United Artists: The Company That Changed the Film Industry, University of Wisconsin Press, 1987, p. 177
  8. "West Side Story (1961) – Awards". The New York Times. Retrieved December 24, 2008.
  9. "The 34th Academy Awards (1962) Nominees and Winners". oscars.org. Retrieved August 22, 2011.