ემა ანდიევსკა

უკრაინელი პოეტი, მწერალი და მხატვარი

ემა ანდიევსკა (უკრ. Емма Іванівна Андієвська, დ.19 მარტი, 1931, დონეცკი, უკრაინა) — თანამედროვე უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, რომელიც მოღვაწეობს სიურეალიზმისა და ჰერმეტიზმის სტილში. იგი XX საუკუნის მეორე ნახევრის უკრაინული მოდერნიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ფილოსოფიურ, სულიერ, მისტიკურ თემებს მის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. მას ხშირად უკავშირებენ ნიუ-იორკის უკრაინელ მწერალთა ჯგუფს. ანდიევსკას პოეტური შემოქმედება ცნობილია იმით, რომ მან კლასიკური სონეტის რეფორმა განახორციელა დისონანსური რითმისა და რთული ასოციაციური გამოსახულების გამოყენებით. მისი მსოფლმხედველობა ახლოსაა ბუდიზმთან და კარლოს კასტანედას მისტიციზმთან. მისი ზოგიერთ ნაშრომი ინგლისურ და გერმანულ ენებზეა ნათარგმნი.[2][3][4] ის არის უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის, უკრაინული პენ-კლუბის, მიუნხენის თავისუფალი აკადემიისა და მხატვართა ფედერალური ასოციაციის წევრი. ემამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკსა და მიუნხენში გაატარა.

ემა ანდიევსკა
უკრ. Емма Іванівна Андієвська
სრული სახელი უკრ. Емма Іванівна Андієвська
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1931 (1931-03-19) (93 წლის)
დაბადების ადგილი დონეცკი
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი
ენა უკრაინული ენა
ეროვნება უკრაინის დროშა უკრაინა
მოქალაქეობა  სსრკ
 აშშ
ალმა-მატერი უკრაინის თავისუფალი უნივერსიტეტი
ჟანრი narrative poetry, სონეტი, მოთხრობა, რომანი, ზღაპარი და pritcha
ჯილდოები ანტონოვიჩების ფონდის პრემია და შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია[1]
მეუღლე Ivan Koshelivets
ხელმოწერა
საიტი emma-andiyevska.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემა ანდიევსკა დაიბადა 1931 წლის 19 მარტს დონეცკში. მისი მამა იყო ქიმიკოს-გამომგონებელი, ხოლო დედა განათლებით აგრონომი, მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად. ემას, მძიმე დაავადებების გამო სკოლის გამოცდების ჩაბარება ექსტერნად უწევდა. სწორედ მისმა ჯანმრთელობის მდგოამრეობამ განაპირობა ოჯახის საცხოვრებლად გადასვლა ვიშგოროდში 1937 წელს, მოგვიანებით კი კიევში, 1939-ში. მომავალ მწერალს ათი წლის ასაკისთვის უკვე მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაშრომები ჰქონდა წაკითხული. მას ბავშვობიდან განსაკუთრებული მეხსიერება ჰქონდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ანდიევსკას ოჯახი კიევშ იმყოფებოდა. მამამისი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა, რათა ნაცისტებისთვის არ გადაეცა საკუთარი აღმოჩენები. ამის შემდეგ დედა და შვილები იძლებულნი გახდნენ გერმანიაში გადასულიყვნენ, 1943 წელს, სადაც სხვადასხვა ქალაქში მოუწიათ ცხოვრება, მათ შორის ბრიტანეთის საოკუპაციო ზონაში.

გერმანიაში ემამ უარი თქვა ქალთა გიმნაზიაში სწავლაზე და წესების მიუხედავად იგი ბიჭების გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც ხერხემლის ტუბერკულოზით დაავადებულმა, სამი წელი საწოლს მიჯაჭვულად გაატარა.

1949 წლის ბოლოს დასავლეთ ბერლინის ბლოკადის დროს, ემას ოჯახი გადავიდა მიტენვალდში, შემდეგ კი მიუნხენში. ემა ბერლინში, შემდეგ კი მიტენვალდის ბანაკში ოპერის გაკვეთილებს ესწრებოდა.

1955-1957 წლებში ანდიევსკა მიუნხენში ფრილანსერად მუშაობდა რადიო „თავისუფლებაში“. იგი რადიოს თანამშრომელი იყო 1995 წლამდე და ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა დიქტორად, სცენარისტად, რეჟისორად და უკრაინული განყოფილების რედაქტორად.

1957 წელს მან დაასრულა უკრაინის თავისუფალი უნივერსიტეტი ფილოსოფიისა და ფილოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობდა „Norcross Greeting Card Company-ში“ და ამოწმებდა მისალოცი ბარათების დიზაინს. ის ასევე სამედიცინო ბიბლიოთეკაში მუშაობდა ბიბლიოთეკარად, მიროსლავ ლაბუნკასთან ერთად.

1959 წელს ანდიევსკა ცოლად გაჰყვა ლიტერატურის კრიტიკოსს, ესეისტსა და მწერალს ივან კოშელივეცს. ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ, თუმცა ემა ყოველწლიურად ამერიკას სტუმრობდა, რათა მოქალაქეობა მიეღო.

1992 წელს ანდიევსკა დიდი ხნის შემდეგ პირველად ეწვია უკრაინას. 2000 წლის შემდეგ ის რამდენჯერმე იმყოფებოდა დონეცკში, სადაც მისი ნახატების გამოფენები ტარდებოდა. აგრეთვე დონეცკის ხელოვნების მუზეუმში იმართებოდა პრეზენტაციები და შეხვედრები თანამემამულეებთან.

შემოქმედება

რედაქტირება

ემა ანდიევსკა რუსულენოვან გარემოში იზრდებოდა, თუმცა ბავშვობაშივე გაანალიზა საკუთარი უკრაინული იდენტობა, მიიღო უკრაინული ენა, რომელიც პირველად ექვსი წლის ასაკში, ვიშჰოროდში, მოისმინა. მას შემდეგ მან გადაწყვიტა მხოლოდ უკრაინულად ეწერა. იგი ამ ენას ჩაგრულთა ენად მიიჩნევდა. ემას მიზნად იქცა „უკრაინის სახელმწიფოს შექმნა სიტყვაში“, თუმცა მოგვიანებით, ენებისგან დამოუკიდებლობის გამოსავლენად მან დაწერა რამდენიმე ლექსი ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

 
ემა ანდიევსკას საცხოვრებელი სახლი მიუნხენში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Oberti A. Emma Andijewska // Arte Italiana per il Mondo. – Centro librario italiano s.a.s. di Carbone-Castorina & C – 1996, vol. 15, pp. 10150–10151.
  • Encyclopedia of Ukraine A–F. University of Toronto Press. Toronto Buffalo London 1984. P. 67. ISBN 0-8020-3362-8
  • Axel Alexander Ziese. Meister Bildender Künste. vol 4, pp. 251–258.
  • Danylo Husar Struk. A Novel about Human Destiny, or the Andiievska Chronicle. Journal of Ukrainian Studies 18 # 1–2 (Summer-Winter 1993). pp. 151–160.
  • Danylo Husar Struk. Andiievska's Concept of Round Time. Canadian Slavonic Papers 27, no. 1 (March 1985): 65–73.
  • Maria G. Rewakowicz. "(Post)Modernist Masks: The Aesthetics of Play in the Poetry of Emma Andiievska and Bohdan Rubchak". Journal of Ukrainian Studies 27 # 1–2 (Summer-Winter 2002). pp. 183–195.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://knpu.gov.ua/content/%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%96%D1%94%D0%B2%D1%81%D1%8C%D0%BA%D0%B0-%D0%B5%D0%BC%D0%BC%D0%B0-%D1%96%D0%B2%D0%B0%D0%BD%D1%96%D0%B2%D0%BD%D0%B0-0
  2. Hans Thill (Hrsg.). Vorwärts, ihr Kampfschildkröten: Gedichte aus der Ukraine. Wunderhorn 2006. ISBN 3-88423-259-2.
  3. Emma Andijewska, The Melon Patch. Selections from Tyhry. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 13, 2008. ციტირების თარიღი: February 15, 2009
  4. Emma Andijewska, Tale about the Vampireling Who Fed on Human Will. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2011. ციტირების თარიღი: August 27, 2017