ემანუელ რობლესი
ემანუელ რობლესი (ფრანგ. Emmanuel Roblès; დ 4 მაისი, 1914 — გ. 22 თებერვალი, 1995) — ფრანგი დრამატურგი, ესეისტი, ნოველისტი.
ემანუელ რობლესი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 მაისი, 1914[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ორანი, საფრანგეთი[6] |
გარდაცვალების თარიღი | 22 თებერვალი, 1995[1] [2] [3] [4] [5] [6] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბულონ-ბიანკური, ო-დე-სენა, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი[6] |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი[5] , რომანისტი[5] , პუბლიცისტი[5] , school teacher და interpreter |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
Magnum opus | ქალაქის სიმაღლეები |
ჯილდოები | ფემინას პრემია, Eugène Dabit populist novel award და ბროკეტ გონენის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაემანუელ რობლესი დაიბადა 1914 წელს, ორანში, ალჟირი. მისი დრამატურგიიდან აღსანიშნავია „მონცერა“, „ჭეშმარიტება მკვდარია“, „თავისუფალი ზღვა“ და სხვა. რომანებში, დრამების მსგავსად, რობლესს აინტერესებს მძაფრი, გმირული და კონტრასტული სიტუაციები. რომანმა „ქალაქის სიმაღლეები“ 1947 წელს ფემინას ლიტერატურული პრემია მიიღო. შემდეგი პერიოდის რომანებიდან აღსანიშნავია: „ფედერიკა“, „ამას განთიადი ჰქვია“, „მდინარის ადიდება“. რობლესს აქვს ნოველების რამდენიმე კრებული: „სიკვდილის პირისპირ“, „კაცი აპრილში“ და სხვა. იგი ავტორია საინტერესო გამოკვლევებისა ფედერიკო გარსია ლორკას შესახებ. შესრულებული აქვს ესპანელ მწერალთა ნაწარმოებების რამდენიმე თარგმანი.
ემანუელ რობლესი გარდაიცვალა 1995 წლის 22 თებერვალს, ქალაქ ბულონ-ბიანკურში, საფრანგეთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფრანგული ნოველა, ტომი 2; "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1976; გვ. 557