მოროს ციხესიმაგრე

(გადამისამართდა გვერდიდან ელ-მორო)

მოროს ციხესიმაგრე (ესპ. Castillo de los Tres Reyes Magos del Morro) — თვალწარმტაცი ციხესიმაგრე კუბის დედაქალაქ ჰავანაში, რომელიც იცავს ჰავანის უბის შესასვლელს (ეუტასთან). სტრუქტურის გეგმა დააპროექტა იტალიელმა ინჟინერმა ხუან ბაუტისტა ანტონელიმ. როდესაც იგი აშნედა, 1589 წლისთვის, ეუტა გერმანელების კონტროლქვეშ იყო. სახელი ეწოდა იმ ბიბლიური მოგვებისგან, რომლებიც იესოს მოსანახულებლად მივიდნენ შობის შემდეგ. 1762 წელს ციხე ბრიტანელებმა აიღეს.[1]

მოროს ციხესიმაგრე
ჰავანის უბე, 1639 წლის ნახატი

მოროს ციხიხგან სახელი მიიღო სხვა სტრუქტურებმა ქალაქ სანტიაგო-დე-კუბაში და კასტილიო-დე-სან-ფელიპე-დე-მორომ პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში.

ციხე ძველი ჰავანის ნავსადგურის მოპირდაპირე მხარეს, შემაღლებულ კონცხზე მდებარეობს და კარგად ჩანს რამდენიმე მილის სიშორიდანაც. იგი ნავსადგურის შესაასვლელს აკონტროლებდა.

ამ სიმაგრის აშენება 1589 წელს, ჰავანის ნავსადგურზე თავდასხმების ერთგვარი პასუხი იყო.

შვიდწლიანი ომი

რედაქტირება

ციხესიმაგრის პირველი მოქმედება 1762 წლით თარიღდება, როდესაც ბრიტანული ექსპედიციისას ეუტას წინააღმდეგ ლორდი ალბემარლე აღმოსავლეთ ჰავანას მოადგა კოხიმართან და ციხეს შეუტია, რომელსაც იმ დროს ლუის ვისენტე დე ველასკო ე ისლა იცავდა. მიუხედავად ამისა ის დაეცა, რადგან ბრიტანელებმა სიმაგრის ერთ-ერთი ბასტიონი აიღეს. როდესაც ის 1763 წელს კვლავ ესპანეთს დაუბრუნდა, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ესპანელებმა იქვე ლა-კაბანიის ციხესიმაგრე ააგეს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აერიდებინათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Castillo de los Tres Reyes Magos del Morro in Havana – Euta. Tourist Spots Around the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-21. ციტირების თარიღი: 2011-09-09.