ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელ-ალტარი (ესპ. El Altar; აგრეთვე ცნობილი, როგორც კაპაკ-ურკუ[3][4]) — ჩამქრალი ვულკანი ეკვადორში. მდებარეობს სანგაის ეროვნული პარკის დასავლეთ ნაწილში, კიტოს სამხრეთით 170 კმ-ში. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 5319 მეტრს აღწევს.[5]

ელ-ალტარი
El Altar
კოორდინატები: 01°39′48″ ს. გ. 78°24′33″ დ. გ. / 1.66333° ს. გ. 78.40917° დ. გ. / -1.66333; -78.40917კოორდინატები: 01°39′48″ ს. გ. 78°24′33″ დ. გ. / 1.66333° ს. გ. 78.40917° დ. გ. / -1.66333; -78.40917[1]
ქვეყანა ეკვადორი
სიმაღლე 5 319[1] 
ასაკი პლიოცენ-პლეისტოცენის
პირველი ასვლა მარინო ტრემონტი, ფერდინანდო გასპარდი, კლაუდიო სარდინი, 1963 წელი[2]

ელ-ალტარი შედგება პლიოცენ-პლეისტოცენის ხანის დიდი ზომის სტრატოვულკანისა და მისგან დასავლეთით მდებარე კალდერისაგან. ინკების ლეგენდები იუწყება, რომ ელ-ალტარის მწვერვალი შვიდწლიანი აქტივობის შემდეგ ჩამოინგრა, დაახლოებით 1460 წელს, მაგრამ გეოლოგების აზრით ვულკანის კალდერა ბევრად ძველია. ცენტრალური აუზი მოიცავს კრატერულ ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 4200 მეტრ სიმაღლეზეა. იგი ცნობილია როგორც კოლანესის ლაგუნა (Laguna Collanes) ან ამარილას ლაგუნა (Laguna Amarilla). ცენტრალური აუზი 9 მწვერვალითაა გარშემორტყმული.

  1. 1.0 1.1 "Ecuador: 15 Mountain Summits with Prominence of 1,500 meters or greater" Peaklist.org. Retrieved 2013-03-01.
  2. Neate, Jill. Mountaineering in the Andes: A Sourcebook for Climbers. Royal Geographical Society, 1994, p.26.
  3. Kichwa Yachakukkunapa Shimiyuk Kamu (Ministry of Education, Ecuador) (Kichwa-Spanish dictionary), 2009
  4. Miñaca Rea Silvia Patricia, Vallejo Lara Vicente Orlando, Diseño de paquetes turísticos para el Nevado Los Altares por el sector Inguisay, Universidad de Chimborazo, 2010 (in Spanish)
  5. The New International Encyclopaedia Volume 1 ed Frank Moore Colby, Talcott Williams 1918 Page 618 "The northern group, mainly comprised in Ecuador, is the most imposing collection of active and extinct volcanoes on earth. ... The Altar, a truncated mountain, 17,736 feet in height, is said to have once been the highest in the region"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელ-ალტარი“-დან