ელტურასოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (ბელოთის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ელტურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ბელოთი
კოორდინატები 42°19′01″ ჩ. გ. 44°06′47″ ა. გ. / 42.31694° ჩ. გ. 44.11306° ა. გ. / 42.31694; 44.11306
ცენტრის სიმაღლე 1160
ელტურა — საქართველო
ელტურა
ელტურა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ელტურა
ელტურა — ერედვის მუნიციპალიტეტი
ელტურა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ელტურის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1160 მ-ზე, ერედვიდან 11 კმ-ის, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ-ის დაშორებით. ელტურას არქიტექტურული ძეგლიდან აღსანიშნავია სოფლის სასაფლაოზე მდგარი ქვაჯვარა, რომელიც გვიან შუა საუკუნეებით თარიღდება.

1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1989 წლის აღწერით იყო 52 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1991 წლიდან სოფელი საქართველოს ხელისუფლების კონტროლის მიღმაა (ოფიციალურად შედიოდა ჯერ გორის, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში).

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება