ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელის ეველინ უილსონი (ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, კანადის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, დ. 26 აგვისტო, 1881 ― გ. 15 აპრილი, 1964) ― პირველი კანადელი ქალი გეოლოგი.[3] ცნობილია 1913-1963 წლებში ოტავის რეგიონში ქანებისა და ნამარხი ნაშთების მეცნიერული შესწავლით.[4]

ელის უილსონი
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1881(1881-08-26)
დაბ. ადგილი Cobourg[1]
გარდ. თარიღი 15 აპრილი, 1964(1964-04-15) (82 წლის)
გარდ. ადგილი ოტავა
მოქალაქეობა კანადა
საქმიანობა ბიოლოგი, პალეონტოლოგი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი კანადის გეოლოგიური კომისია
შვილ(ებ)ი Alice Elizabeth Robinson[2] , Mary Ellen Robinson[2] , Hannah Wilson Robinson[2] , Julia Annie Robinson[2] , Louise Annie Robinson[2] , Isabella Jane Robinson[2] , Richard Robinson[2] , Wilhelmina Jemima Robinson[2] , Emmeline Septimus Robinson[2] და William Wilson Robinson[2]
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი და კანადის სამეფო საზოგადოების წევრი
ცნობილია როგორც პირველი ქალი გეოლოგი კანადაში
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ადრეული წლები

რედაქტირება

ელის უილსონი 1881 წელს დაიბადა კობურგში, ონტარიოში. მამამისი დოქტორი ჯონ უილსონი იყო,[5] რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტში კლასიკურ ხანას ასწავლიდა.[3] ბავშვობიდან მამასთან და 2 ძმასთან ერთად ლაშქრობდა და კანოეთი იყო გატაცებული. ბუნებასთან სიახლოვისას ნამარხი ნაშთებითა და გეოლოგიით დაინტერესდა. აქტიურმა ცხოვრებამ მის გამოჯანმრთელებას შეუწყო ხელი. ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას, მისი ძმები უკვე აღიარებული იყვნენ ექსპერტების მიერ მათ შესაბამის სფეროებში, გეოლოგიასა და მათემატიკაში,[5] რამაც უილსონის სამეცნიერო აზროვნებისა და სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებისკენ სწრაფვა კიდევ უფრო გააძლიერა.[6]

განათლება

რედაქტირება

1901 წელს უილსონმა თანამედროვე ენისა და ისტორიის შესწავლა დაიწყო ვიქტორიას კოლეჯში, ტორონტოში და თავდაპირველად პედაგოგობას აპირებდა.[3] ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სწავლის ბოლო წელი ვერ დაასრულა. უილსონმა ხარისხი 1911 წელს მიიღო.[5] 1915 წლისთვის კანადის გეოლოგიური კომისია უილსონს ხშირად უარს ეუბნებოდა ანაზღაურებად შვებულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კომისია იმ დროს უკვე ანაზღაურებდა შვებულებას. უილსონის ხელმძღვანელი, ედუარდ მ. ქინდლი ელისს მხარს უჭერდა დოქტორის ხარისხის მიღებაში. 1926 წელს ქალთა უნივერსიტეტის კანადის ფედერაციისგან სტიპენდია მოიპოვა. მიუხედავად კანადის გეოლოგიური კომისიის წინააღმდეგობისა, კანადის ქალთა უნივერსიტეტის ფედერაციის მხარდაჭრით უილსონმა 1929 წელს, 48 წლის ასაკში ჩიკაგოს უნივერსიტეტის გეოლოგიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.[7]

1907 წელს, იმის მიუხედავად, რომ უილსონს ხარისხი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული, კარიერა ტორონტოს უნივერსიტეტის მუზეუმის მინერალოგიის განყოფილებაში დაიწყო. 1909 წელს ვიქტორიას მემორიალურ მუზეუმში ასისტენტად და კანადის გეოლოგიურ კომისიაში, რომლის სათავო ოფისიც ოტავაში, ვიქტორიას მემორიალურ მუზეუმში მდებარეობდა, დროებით კლერკად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით პერსი რეიმონდმა მას კარლ ალფრედ ფონ ზიტელის პალეონტოლოგიის სახელმძღვანელოს ნაწილის გერმანულიდან ინგლისურად თარგმნა სთხოვა. 1911 წელს უილსონმა კანადის გეოლოგიური კომისიის მუდმივი პოზიცია დაიკავა. 1970 წლამდე კომისიაში მსგავსი პოზიცია არცერთ ქალს დაუკავებია.[8]

კოლეგა პერსი რეიმონდის გამგზავრებამდე უილსონმა ორი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ცხოველთა ორი ახალი სახეობა აღწერა. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ვიქტორიას მემორიალურ მუზეუმში უილსონის სამუშაო პოზიცია გაუქმდა და ომის პერიოდის პარლამენტი განთავსდა. ამ პერიოდში უილსონი პროექტებს საკუთარი სახსრებით აფინანსებდა, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე შედარებით ანატომიასა და საზღვაო ბიოლოგიას სწავლობდა. მოგვიანებით უილსონი ქალთა სახმელეთო არმიის კანადურ ექვივალენტს შეუერთდა. 1920 წელს უილსონი ვიქტორიას მემორიალურ მუზეუმს დაუბრუნდა, სადაც ასისტენტ პალეონტოლოგად მუშაობდა.[9] 1940 წელს ასოცირებულ გეოლოგად დააწინაურეს.[5]

კანადის გეოლოგიურ კომისიაში მუშაობისას ელის უილსონს მამაკაცებთან საველე მუშაობაში მონაწილეობის ნებას არ რთავდნენ. სწორედ ამიტომ უილსონმა საკუთარი ნიშე შექმნა და ოტავის რეგიონში ადგილობრივ საიტებზე მუშაობდა, სადაც ოტავის წმინდა ლოურენსის დაბლობის 14 000 კმ-ზე დიდი ფართობის რუკა თავად შექმნა. 50 წლის მანძილზე ტერიტორიაზე ფეხით, ველოსიპედითა და მანქანით გადაადგილდებოდა და შეისწავლიდა.[3] 1946 წელს კანადის გეოლოგიურმა კომისიამ მისი საველე კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, ხოლო მისი გამოკვლევა წმინდა ლოურენსის დაბლობის, ონტარიოსა და კვებეკის გეოლოგია ამ ტერიტორიის შესახებ პირველ მთავარ გეოლოგიურ ნაშრომად ითვლება. ტერიტორიის გეოლოგიის შესახებ სრულ დისკუსიასთან ერთად უილსონმა ამ ტერიტორიის ეკონომიკური რესურსები, მათ შორის სამშენებლო ქვა, ქვიშა, ხრეში და სასმელი წყალი გამოიკვლია. მართალია, მისი გამოკვლევა აღმოსავლეთ კანადის პალეოზოური სტრატის სტრატიგრაფიისა და უხერხემლოთა პალეონტოლოგიის შესახებ მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო, ამ სფეროში მისი ღვაწლი მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ აღიარეს.[10] ონტარიოში უილსონის კვლევა ორდოვიციული პერიოდის უხერხემლოთა ნამარხ ნაშთებზე იყო ფოკუსირებული, განსაკუთრებით ოტავის ხეობის დანალექებსა და ნამარხ ნაშთებზე. უილსონი ორდოვიციულ ფაუნას შეისწავლიდა არქტიკასა და კლდოვან მთებში.[5] დიდი დეპრესიის დროს დასავლეთ კანადაში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად უილსონი ორდოვიციული ქანებიდან დევონური ქანების კვლევაზე გადაერთო. მისი კვლევის ერთ-ერთი მიზანი პალეოზოური უხერხემლოების გამოკვლევისთვის იდენტიფიცირება და კატეგორიზება იყო.[8]

ჯილდოები და პროფესიული აღიარება

რედაქტირება

ელის უილსონი პირველი ქალი გეოლოგი იყო, რომელიც კანადის გეოლოგიურმა კომისიამ დაიქირავა (1909 წელს), პირველი ორი ქალიდან ერთ-ერთი,, რომელიც კანადის სამეფო გეოლოგიური საზოგადოების წევრად აირჩიეს (1930),[11] პირველი კანადელი ქალი, რომელიც ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი გახდა (1936) და კანადის სამეფო საზოგადოების პირველი ქალი წევრი (1938).[12]

1991 წელს კანადის სამეფო საზოგადოებამ ელის უილსონის ჯილდო დააფუძნა, რომელსაც ქალ მკვლევრებს გადასცემენ.[13] 2005 წელს უილსონი კანადის მეცნიერებისა და ინჟინერიის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[13]

2018 წლის 18 ოქტომებრს კანადის მთავრობამ უილსონის მემორიალური დაფა აღმართა და მიეძღვნა, როგორც „კანადის ბუნების მუზეუმში ეროვნული ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებას“.[14]

რჩეული ნაშრომები

რედაქტირება
  • 1926. An upper Ordovician Fauna from the Rocky mountains, British Columbia. Bulletin of the Geological Survey of Canada[5]
  • 1946: Geology of the Ottawa-St. Lawrence lowland, Ontario and Quebec. E. sils: Ottawa formation, Ottawa-St. Lawrence Valley. E. Cloutier, Ottawa
  • 1951: Gastropoda and Conularida of the Ottawa formation of the Ottawa-St. Lawrence lowland. E. Cloutier, Ottawa

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ralph J., Nikischer T., Hudson Institute of Mineralogy Mindat.org: The Mineral and Locality Database[Keswick, VA], Coulsdon, Surrey: 2000.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Lundy D. R. The Peerage
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Alice Evelyn Wilson is the first female geologist in Canada (2019-09-30)., private website
  4. First female geologist in Canada and first woman to become a member of the Royal Society of Canada (2016-11-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-26.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Alice Wilson | The Canadian Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2021-02-08
  6. Sinclair, G. Winston (1966-11-01). „MEMORIAL TO ALICE E. WILSON (1881–1964)“. GSA Bulletin (ინგლისური). 77 (11): P215–P218. doi:10.1130/0016-7606(1966)77[P215:MTAEW]2.0.CO;2. ISSN 0016-7606.
  7. Cobourg; K9a 5p4, On. Alice Wilson (1881-1964) Geologist en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-26. ციტირების თარიღი: 2021-02-08
  8. 8.0 8.1 Sarjeant, William A. S. (1993). „Alice Wilson, First Woman Geologist with the Geological Survey of Canada“. Earth Sciences History. 12 (2): 122–128. doi:10.17704/eshi.12.2.m712pvg107v21804. ISSN 0736-623X.
  9. „Alice Wilson; First Woman Geologist“. login.ezproxy.lib.ucalgary.ca. JSTOR 24138603. ციტირების თარიღი: 2021-02-08.
  10. Sarjeant, William (1993-01-01). „Alice Wilson, First Woman Geologist With The Geological Survey of Canada“. Earth Sciences History (ინგლისური). 12 (2): 122–128. doi:10.17704/eshi.12.2.m712pvg107v21804. ISSN 0736-623X.
  11. Fellows Register, The Royal Canadian Geographical Society
  12. Meet Alice Wilson, the Canadian geologist who did the work of five people. ციტირების თარიღი: 2020-04-23
  13. 13.0 13.1 Alice Wilson Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24.
  14. Canada, Parks. (2018-10-18) Government of Canada Recognizes National Historic Significance of Geologist Alice Evelyn Wilson. ციტირების თარიღი: 2021-02-08
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელის_უილსონი“-დან