ელის დებულება — ქართლის ჯანიშინის, ვახტანგ VI-ის მიერ 1707–1709 წლებში შედგენილი სახელმწიფო სამართლის „დასტურლამალის“ ერთ-ერთი (26-ე, სხვა დაყოფით 21-ე) კარი, რომელსაც „ელის გამოსაღების რიგი“ ჰქვია.

შედგება 18 მუხლისგან და განსაზღვრავს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთიდან ჩამოსახლებული მომთაბარე თურქმანი ელის სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსს. ელის სოციალური ორგანიზაცია საქართველოში ყიზილბაშური ტომების სოციალური ორგანიზაციის ზუსტი გამეორება იყო. იგი მოქმედი კანონი იყო XVIII საუკუნეში. დებულების მიხედვით, სხვადასხვა სახელწოდების ელი გაერთიანებული იყო 76 თაბუნში. აქედან, ისტორიკოსმა ი. ლორთქიფანიძემ აღადგინა 28 თაბუნის ადგილმდებარეობა: ალგეთში — 3, ქციის ხეობაში — 6, მტკვრის გაღმა მხარეს — 13, სომხითში — 5 და დაბნისის ხევში — 1.

ლიტერატურა

რედაქტირება