ჯანიშინი (სპარსულად ჯანეშენ — მოადგილე, ნაცვალი) — შაჰის მიერ ირანში გაწვეული ქართლის მეფის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დატოვებული პირი. ირანის სეფინი შაჰები ქართლის მეფეს ერთდროულად ირანის სპარსალარობასაც აძლევდნენ და იქვე ტოვებდნენ მოვალეობის შესასრულებლად, მის სამეფო საქმეებს კი მისივე მემკვიდრე — ჯანიშინი ასრულებდა. წყაროებში მას ნაიბი ან გამგეც ეწოდებოდა. მაგალითად, 1703 შაჰმა სულთან-ჰუსეინმა ქართლის მეფობა გიორგი XI-ს დაუმტკიცა და ირანის სპასალარობა და ყანდაარის ბეგლარბეგობა უბოძა, ქართლში კი მის ჯანიშინად მისივე ძმისწული ვახტანგ VI დანიშნა. ჯანიშინი სახელმწიფოს სრულუფლებიანი გამგებელი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება