ნაიბი (არაბ. ნაცვალი, მოადგილე) — შუა საუკუნეების ისლამურ სახელმწიფოებში პროვინციის გამგებელი; რუსეთთან შეერთებამდე ამიერკავკასიის სახანოებში შემავალი ცალკეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთულის უფროსი; შამილის საიმამოში სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე მოხელე.

აღმოსავლეთის ზოგიერთ თანამედროვე მუსლიმანურ ქვეყნებში ნაიბი საერო თუ სასულიერო თანამდებობის პირის მოადგილეა, ზოგან — ადგილობრივი პოლიციის, სოფლის თუ თმის უფროსიც. ოსმალეთის იმპერიაში — შარიათის სასამართლოს მოსამართლე, უმაღლესი მოსამართლის მოადგილე, ყადის თანაშემწე.

XVII-XVIII საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში ნაიბი საერო თუ სასულიერო ხელისუფლის მოადგილე, ნაცვალი იყო. ნაიბი ჰყავდათ ცენტრალური ხელისუფლების მოხელეებს — ეშიკაღასბაშს, ყორიასაულბაშს, ქეშიქჩიბაშს, ნასაღჩიბაშს, აგრეთვე — თბილისის და გორის მელიქებსა და მდევართა ჯარის უფროსებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელია მ., ქსე, ტ. 7, გვ. 300, თბ., 1984