ელიზბარ თაქთაქიშვილი
ელიზბარ გიორგის ძე თაქთაქიშვილი (დაახლ. 1717 – 16 დეკემბერი, 1765) — ქართლის თავადი, სურამის მოურავი (1752 წ.)
1765 წელს ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე. იყო ახლო ნათესავი ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე დიდი ფეოდალებისა: თაქთაქიშვილის მეუღლე მარიამი გივი ამილახვრის შვილი იყო, ასული თინათინი — შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრის — დავით ბატონიშვილის (აბდულა-ბეგის ძის) ცოლი. შეთქმულების დამარცხების შემდეგ თაქთაქიშვილს ყმა-მამული ჩამოართვეს და სიკვდილით დასაჯეს (ცეცხლში დაწვეს). მის ძეს, იასეს (ჩანს 1757–1784) ამოთხარეს ერთი თვალი და მოაჭრეს მარჯვენა ხელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 591.
- ჩიქოვანი, იური, „თაქთაქიშვილები“. პროექტი „გენეალოგია“, საქართველოს ეროვნული არქივი.