ელიზაბეტ ბერკლი (ინგლ. Elizabeth Berkley; დ. 28 ივლისი, 1974) [1]ამერიკელი მსახიობი, ქველმოქმედი და პროდიუსერი. ბერკლის ყველაზე ცნობილი როლები იყო ჯესი სპანოს როლი სატელევიზიო სერიალში ზარის წყალობით გადარჩენილები, და ნომი მალოუნი 1995 წელს პოლ ვერჰოვენის ფილმში შოუს გოგოები. იგი ასევე ცნობილია ფილმში ნახევარმატრიცა-ში შესრულებული როლისთვის. ასევე მეორეხარისხოვანი როლები ითამაშა ფილმებში: პირველი ცოლების კლუბი და როჯერ დოჯერი. თეატრში მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა სპექტაკლში Hurlyburly-ში ნათამაშები როლით. [2]

ელიზაბეტ ბერკლი

ბერკლი 2008 წელს
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1974 (1974-07-28) (49 წლის)
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1986-დღემდე
მეუღლე(ები) გრეგ ლორენი (იქ. 2003)
შვილ(ებ)ი 1

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ბერკლი დაიბადა და გაიზარდა ფერმინგტონ ჰილზში, თემში, რომელიც მდებარეობს დეტროიტის ჩრდილოეთ გარეუბანში, შეძლებულ ოკლენდის ოლქში, მიჩიგანში . ის არის საჩუქრების კალათის ბიზნესის მფლობელის ჯერეს და იურისტის ფრედ ბერკლის ქალიშვილი. [3] მას ჰყავს უფროსი ძმა ჯეისონი. [4] ბერკლის ოჯახი ებრაელია . იგი გაიზარდა კონსერვატიულ იუდისტების ოჯახში. [5] [6] ბერკლი დაიბადა ნაწილობრივი ჰეტეროქრომიით, განსხვავებული ფერის ირისის მდგომარეობით; მისი მარჯვენა თვალი ნახევრად მწვანე და ნახევრად ყავისფერია, ხოლო მარცხენა თვალი - სულ მწვანე. მას შუბლზე აქვს მოლიც, რომელსაც ფარავს შენიღბული მაკიაჟით. [7] მან 1990 წელს დაამთავრა ნორმინ ფერმინგტონის საშუალო სკოლა,ფერმინგტონის ჰილსში, იქამდე სწავლობდა ბლუმფილდ ჰილსის კერძო სკოლა „კრანბრუკ კინგსვუდის სკოლაში“.

პატარაობიდან ცეკვავდა და ვარჯიშობდა იმ ოთახში, რომელიც მშობლებმა მოაწყვეს მისთვის საკუთარი სახლის სარდაფში. მას უარი უთხრეს ფილმში, ''ენი''-ში მთავარი როლის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც მისი ცეკვისადმი სიყვარული გაიზარდა, იგი უფრო დაინტერესტდა პროფესიული ცეკვით,ვარჯიშისთვის ნიუ-იორკში გაემგზავრა სხვა მოცეკვავეებთან და ქორეოგრაფებთან. [8] მან დაიწყო მონაწილეობის მიღება ბალეტის ცეკვებში, მათ შორისაა გედების ტბა, ხოლო 1983 წელს გამოჩნდა რამდენიმე მიუზიკლში. [9]

კარიერა რედაქტირება

მსახიობი კარიერის დაწყებამდე ბერკლი ელიტის თინეიჯერი მოდელი იყო. [10] მისი სატელევიზიო კინოს დებიუტი შედგა 1987 წელს, სატელევიზიო ფილმში ბაყაყი და ამის შემდეგ, არაერთ სატელევიზიო შოუში არაერთი სტუმრის როლით მიიღო მონაწილეობა. 1989 წელს, 15 წლის ასაკში, მან მიიღო კელი კაპოვსკის როლი ფილმში ზარის წყალობით გადარჩენილები, მაგრამ შოუს პროდიუსერებმა ვერ გადაწყვიტეს თუ არა ტიფანი-ამბერ ტიესენის გადაეღოთ ამ ფილმში, თუ ბერკლი . [11] საბოლოოდ, მათ ბერკლისთვის შექმნეს პერსონაჟი ჯესი სპანო, როლი მან ითამაშა 1989 წლიდან 1993 წლამდე.

ჯესი სპანოს როლის შემდეგ, ბერკლიმ მიიღო ნომი მალოუნის როლი, პოლ ვერჰოვენის ფილმში შოუს გოგონები (1995). [12] [13]

ბერკლი მთავარი როლით მიიღო მონაწილეობა ანიმე ფილმში "ნახევარმატრიცა", რომელშიც ასევე ითამაშა მსახიობმა კიფერ სატერლენდიმ და მიიღო მცირე როლი ფილმში "პირველი ცოლების კლუბი", რომელშიც მონაწილეობდნენ დაიან კიტონი, გოლდი ჰონი და ბეტი მიდლერი. შემდეგ მან ითამაშა მადონა დამოუკიდებელ ფილმში "ნამდვილი ქერა". მან შეასრულა მეორეხარისხოვანი როლები ისეთ დამოუკიდებელ ფილმებში, როგორიცაა: გადასახადი, Tail Lights Fade, როჯერ დოჯერი და მალკოლმის გადასვლა. მას ასევე ჰქონდა პატარა როლი, ოლივერ სტოუნის სპორტულ დრამაში ყოველ კვირა დღეს, ასევე გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში, ''ნეფრიტის მორიელის წყევლა''.

ბერკლი ლონდონის სცენაზე გამოჩნდა ჰონის როლით, 1999 წელს, სასცენო ვერსიაში, ''ლენი''.  მან განაგრძო სასცენო მსახიობობა და ბროდვეიზე მისი დებიუტი შედგა კომედიაში ეშმაკური ფოქსი, 2004 წლის თებერვალში, სადაც გამოჩნდა რიჩარდ დრეიფუსის მოპირდაპირედ.  მან შეცვალა კეტრინ კინერი, ბონის როლით დეივიდ რეიბის Hurlyburly-ში. მასთან ერთად ასევე მიიღეს მონაწილეობა ითან ჰოუკმა, პარკერ პოზიმ და ბობი კანავალიმ . 

ბერკლიმ დიდება მიიღო Hurlyburly- ში შესრულებული როლისთვის. ჩარლზ ისერვუდმა ნიუ-იორკ ტაიმზიდან ბოდიშის მოხდაც კი დააპირა წარსულში მისი კრიტიკის გამო, და აღნიშნა, რომ მისი ნიჭი გაიზარდა. [14] 2006 წელს იგი გამოჩნდა მეექვსე ყოველწლიურ 24 საათიან სპექტაკლში ჯენიფერ ენისტონის, როზი პერეზისა და ლილი ტეილორის გვერდით, რომელშიც ექვს მწერალს, ექვს რეჟისორს, 24 მსახიობს და მწარმოებელ ჯგუფს აქვთ 24 საათი, იმისთვის რომ დაწერონ და როლი შეასრულონ. [15]

ბერკლი ბევრჯერ ნახეს დრამატულ სატელევიზიო როლებში, გამოჩნდა რამდენიმე სერიალში, მათ შორისაა: დანაშულის ადგილი: მაიამი, NYPD Blue, უკვალოდ, ბარიერი და კანონი და წესრიგი: სისხლის სამართლის განზრახვა.  მას განმეორებადი როლი ჰქონდა წარმატებულ და კრიტიკულად აღიარებულ სიტკომში Titus-ში, რომელშიც მან ითამაშა ტიტულოვანი პერსონაჟის და, შენონი. მან ასევე ითამაშა სატელევიზიო ფილმში სტუდენტური შეცდომები, რომელშიც მან ითამაშა კრისტი დოუსონი, საშუალო სკოლის პედაგოგი, რომელიც უსამართლოდ დაადანაშაულეს მისი ერთ-ერთი სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში. [16] ამას მოჰყვა 2007 წელს გადაღებული სატელევიზიო ფილმი, სახელწოდებით შავი ქვრივი, რომელშიც მან ითამაშა ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია ქმრების მკვლელობაში მათი ფულის გამო. ფილმი Meet Market, რომელშიც მან ითამაშა ჯულიან მაკმაჰონთან, კრისტა ალენთან და აიშა ტაილერთან ერთად DVD– ზე გამოვიდა 2008 წელს. 

2011 წელს ბერკლიმ გამოაქვეყნა Ask-Elizabeth, თვითდახმარების წიგნი თინეიჯერი გოგონებისთვის, რომელშიც გაერთიანებული იყო ის სემინარები, რომელიც მან ჩაატარა Ask-Elizabeth-ის პროგრამის ფარგლებში. [17]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

 
ბერკლი PETA- ს რეკლამაში

2003 წლის 1 ნოემბერს ბერკლი ცოლად გაჰყვა მხატვარსა და მსახიობს გრეგ ლორენს, კაბო სან ლუკასის სასტუმროში. ბერკლიმ ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გახდა ელიზაბეტ ბერკლი ლორენი, მაგრამ პროფესიონალურად ცნობილია როგორც ელიზაბეტ ბერკლი. [18] 2012 წლის 5 მარტს ბერკლიმ განაცხადა, რომ ზაფხულში ელოდა თავის პირველ შვილს. მას ივლისში შეეძინა ვაჟი. [19]

სქოლიო რედაქტირება

  1. Q&A: Elizabeth Berkley. ციტირების თარიღი: 2020-12-13
  2. The Redemption of Elizabeth Berkley. ციტირების თარიღი: November 12, 2020
  3. Elizabeth Berkley Biography (1972–). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2010-05-21
  4. https://www.imdb.com/name/nm0000924/trivia[მკვდარი ბმული]
  5. http://www.jewishjournal.com/arts/article/catch_a_rising_star_20010824/
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2012-11-25
  7. Eye spy: The world's sexiest mutation.
  8. Elizabeth Berkley – SIUAD – Get To Know [Part 1]. YouTube (2008-04-22). ციტირების თარიღი: 2010-05-21
  9. Elizabeth Berkley. AskMen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-20. ციტირების თარიღი: 2010-05-21
  10. Elizabeth Berkley – Profile, Latest News and Related Articles. Eonline.com. ციტირების თარიღი: 2010-05-21
  11. Elizabeth Berkley. ციტირების თარიღი: 2021-02-04
  12. How Elizabeth Berkley Actually Feels About Showgirls. ციტირების თარიღი: 2020-06-16
  13. The remarkable resurrection of Showgirls, the worst movie ever made. ციტირების თარიღი: 2020-06-16
  14. Isherwood, Charles.
  15. Robertson, Campbell.
  16. „Student Seduction“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-30. ციტირების თარიღი: 2021-03-15.
  17. Elizabeth Berkley's 'Ask Elizabeth' Book Tells Girls They're 'Not Alone'. MTV.com (2011-03-22). ციტირების თარიღი: 2013-09-16
  18. Elizabeth Berkley and Greg Lauren Wedding. Lovetripper.com (2003-11-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-20. ციტირების თარიღი: 2010-05-21
  19. Elizabeth Berkley and Greg Lauren Welcome Son Sky Cole (July 30, 2012). ციტირების თარიღი: March 1, 2020