დეივიდ რეიბი
დეივიდ რეიბი (ინგლ. David Rabe; დ. 10 მარტი, 1940) — ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი.
რეიბი დაიბადა რუთ მაკორმიკისა და უილიამ რეიბის ოჯახში, აიოვაში. იგი სწავლობდა ლორას კოლეჯში და ვილანოვას უნივერსიტეტში, თუმცა 1965 მან უნივერსიტეტი დატოვა და ჯარში წავიდა.
დადგა პიესები: „ჯოხები და ძვლები“ და „პავლო ჰუმელის მარტივი ვარჯიში“.