ელენე საყვარელიძე
ქართველი მსახიობი
ელენე საყვარელიძე (დ. 26 დეკემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 2006) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1990).
ელენე საყვარელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 დეკემბერი, 1924 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 2006 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
პროფესია | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქუთაისში 1924 წლის 26 დეკემბერს. 1942 წელს დაამთავრა თბილისის მე-15 საშ. სკოლა. 1946 წელს კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1971 წელს — იმავე ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1970–1991 წლებში თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში კითხულობდა მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების კურსს. 1946–1953 წლებში მუშაობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში, ხოლო 1954 წლიდან თბილისის რუსთაველის თეატრში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1949 — ბედნიერი შეხვედრა — მასწავლებელი
- 1966 — შეხვედრა წარსულთან — ექთანი
- 1967 — ქალაქი ადრე იღვიძებს
- 1969 — დიდოსტატის მარჯვენა
- 1970 — სემირამიდას ბაღები
- 1977 — დათა თუთაშხია — ივლიტა