ელენე ნანობაშვილი
ელენე მიხეილის ასული ნანობაშვილი (დ. 8 ნოემბერი, 1914, თბილისი — გ. აპრილი, 1988) — ქართველი ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965).
ელენე ნანობაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 ნოემბერი, 1914 |
დაბ. ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | აპრილი, 1988 (73 წლის) |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. 1941-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობოს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1956 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის პროფესორი. 1963-1973 წლებში ამავე ინსტიტუტის ქიმიის კათედრის გამგე. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიური ინსტიტუტის რადიაციაციულ ქიმიურ ლაბორატორიის გამგე. ელენე ნანობაშვილის შრომები ეძღვნება რადიაციულ ქიმიურ პროცესებს, იშვიათი ელემენტების ქიმიას და სხვა.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 312.