ელენა კულჩიცკაია
ელენა ლევის ასული კულჩიცკაია (უკრ. Олена Львівна Кульчицька; დ. 15 სექტემბერი, 1877, ქ. ბერეჟანი, დღ. ტერნოპოლის ოლქი — გ. 8 მარტი, 1967, ლვოვი) — უკრაინელი საბჭოთა გრაფიკოსი და ფერმწერი, უკრაინის სსრ სახალხო მხატვარი (1956). სწავლობდა ლვოვის რ. ბრატკოვსკისა და ს. კაჩორა-ბატოვსკის სტუდიაში (1901–1903) და ვენის სამხატვრო-სამრეწველო სკოლაში (1903–1908). ასწავლიდა უკრაინის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში ქალაქ ლვოვში (1945–1951; 1948 წლიდან პროფესორი). თავის ნახატებში, აკვარელისა და გრაფიკულ ციკლებში, და აგრეთვე ილუსტრაციებში ელენა განზოგადოებულ, დეკორატიულობისკენ მისწრაფებულ ფორმებში გამოსახავდა გუცულშჩინის ბუნებისა და არქიტექტურის თავისებურებებს, მის გმირულ წარსულს და ხალხის თანამედროვე ცხოვრებას. მისი შემოქმედება დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგში დამყარებულია უკრაინული სახალხო შემოქმედების ღრმად შესწავლაზე. მიღებული აქვს ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ სახელმწიფო პრემია (1967, სიკვდილის შემდეგ). დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლებით.
ელენა კულჩიცკაია | |
---|---|
Олена Львівна Кульчицька | |
დაიბადა | 15 სექტემბერი, 1877 |
დაბადების ადგილი | ბერეჟანი, გალიცია, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაიცვალა | 8 მარტი, 1967 (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ |
ეროვნება | უკრაინელი |
მიმდინარეობა | გრაფიკა |
ჟანრი | გრაფიკა |
ჯილდოები |
თხზულებები
რედაქტირება- Народний одяг захiдних областей УРСР, Київ, 1969.
ლიტერატურა
რედაქტირება- (Вюник А. О.), О. Кульчицька. (Альбом), Київ, 1969.
- Кульчицкая Елена Львовна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — М.: Советская энциклопедия, 1969.