ელემენტები და ნაერთები
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
ელემენტები და ნაერთები — ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ოთხი ძირითადი სუბსტანციის - ჰაერის, მიწის, წყლისა და ცეცხლისგან შედგებოდა. დღეს კი ვიცით, რომ ეს ასე არაა. ყველა ნივთიერება იმ ძირითადი სუბსტანციებისგან შედგება, რომლებსაც ელემენტები ეწოდება. ბუნებაში 90-ზე მეტი სხვადასხვა ელემენტი არსებობს, მაგრამ მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი მათ შორის არაა.
ელემენტი, მაგალითად, რკინა, ოქრო, ჟანგბადი, ნახშირბადი ან წყალბადი, ისეთი ნივთიერებაა, რომლის გაყოფა უფრო მარტივ ნივთიერებებად შეუძლებელია. ყველა ელემენტი პაწაწინა იდენტური ნაწილაკებისგან შედგება, ამ ნაწილაკებს კი ატომი ეწოდება. თითოეულ ელემენტს განსაკუთრებული ზომის ატომი აქვს, რომელიც მხოლოდ მისთვის დამახასიათებლად იქცევა. ზოგოერთი ელემენტების ატომები შეიძლება გაერთიანდეს და წარმოქმნას უფრო დიდი ნაწილაკები, მოლეკულები. ქიმიური ნაერთები სხვადასხვა ელემენტების ატომთა შემცველი მოლეკულებისგან შედგება. მაგალითად, მეთანის (ბუნებრივი აირის) მოლეკულა შეიცავს ნახშირბადის ერთ და წყალბადის ოთხ ატომს.
ყველა სახის ელემენტები
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში მხოლოდ 90 ელემენტი არსებობს, ბირთვულ რეაქტორებსა და მეცნიერულ ლაბორატორიებში დაახლოებით 25 ახალი ელემენტი მიიღეს. თუმცა ამ ხელოვნური ელემენტების დიდი ნაწილი ძალიან არასტაბილურია და წამის უმცირეს მონაკვეთში არსებობს.
ელემენტების უმრავლესობა მყარია ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ მათ შორის არის აირებიც (მაგალითად, ჟანგბადი, წყლბადი, აზოტი, ჰელიუმი და ნეონი). ვერცხლისწყალი და ბრომი კი თხევადი ელემენტებია. ელემენტთა უმრავლესობა ლითონებია, მხოლოდ 19 ელემენტია არალითონი (მაგალითად, ნახშირბადი, გოგირდი და იოდი). გარდა ამისა, 5 ელემენტი, მათ შორის, სილიციუმი, მეტალოიდია, ანუ ლითონებსა და არალითონებს შორის მდგარი ელემენტია.
შედარებით მძიმე ელემენტების საკმაოდ დიდი ნაწილი რადიაქტიულია. ზოგი ელემენტი, მაგალითად ოქრო, იშვიათად შედის რეაქციაში სხვა ელემენტებთან, ზოგი კი, მაგალითად ფთორი, ძალიან აქტიურია.
ზოგი ელემენტი სხვადასხვა სახით არსებობს, რომლებსაც ალოტროპები ეწოდებათ.
მილიონობით ნაერთი
რედაქტირებადედამიწაზე 120-ზე ნაკლები ელემენტია, მაგრამ მეცნიერებმა მათი 26 მილიონზე მეტი სხვადასხვა ნაერთი აღმოაჩინეს ან მიიღეს, უმეტესობა- უკანასკნელ 70 წელიწადში.
ზოგი ნაერთი მარტივია. წყალი შედგება მოლეკულებისგან, რომლებიც წყალბადის ორ და ჟანგბადის ერთ ატომს შეიცავს. ზოგიერთი ნაერთის, მაგალითად, ადამიანის საჭმლის მონელებისთვის საჭირო ფერმენტების მოლეკულები ათასობით ატომს შეიცავს.
ნაერთების თვისებები მათი შემადგენელი ელემენტების თვისებებისგან განსხვავდება. საჭმელს მცირე რაოდენობით ნატრიუმის ქლორიდს თუ მოვაყრით, ესარანაირ ზიანს არ მოგვაყენებს. მაგრამ სუფთა ნატრიუმი ენას დაგვიწვავს, სუფთა ქლორი კი მოგვწამლავდა. ნაერთების მოქმედება იმაზეცაა დამოკიდებული, კონკრეტული ელემენტების რამდენი ატომია თითოეულ მის მოლეკულაში.