ელეინ მეი
ელეინ ივა ბერლინი (ინგლ. Elaine Iva Berlin; დ. 21 აპრილი, 1932, ფილადელფია, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ცნობილი, როგორც ელეინ მეი — ამერიკელი კომიკოსი, კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი და მსახიობი.
ელეინ მეი | |
---|---|
დაბადების სახელი | ელეინ ივა ბერლინი |
დაბადების თარიღი |
21 აპრილი, 1932 ფილადელფია, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები |
სხვა სახელები | ესთერ დეილი, ელი მეი |
საქმიანობა | რეჟისორი, მსახიობი, კომიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი |
აქტიური | 1955-2000; 2016-დღემდე |
მეუღლე(ები) |
მარვინ ირვინგ მეი (1948-1960) შელდონ ჰერნიკი (1962-1963) დევიდ ლ. რებინფაინი (1964-1982, რებინფაინის სიკვდილამდე) |
მის მიერ დაწერილი სცენარები ორჯერ ყოფილა ნომინირებული „ოსკარზე“ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, ფილმებისთვის „სამოთხე მოიცდის“ (1978) და „ძირითადი ფერები“ (1998).
მის მიერ გადაღებულ ფილმებს შორის არის „სუფთა ფურცლიდან“ (1971), „გულგატეხილი“ (1972), „მიკი და ნიკი“ (1976), რომელშიც მთავარ როლებს ჯონ კასავეტესი და პიტერ ფელკი ასრულებენ.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაელეინ მეი 1932 წლის 21 აპრილს ფილადელფიაში, პენსილვანიაში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. მამამისი, ჯეკ ბერლინი, მსახიობი იყო, ამიტომ ბავშვობაში ელეინს მასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უწევდა სიარული. როცა მეი 11 წლის იყო, ჯეკ ბერლინი გარდაიცვალა, ხოლო მეი დედამისთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა. 16 წლის ასაკში მარვინ მეიზე დაქორწინდა, მაგრამ მათი ურთიერთობა 1 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა.
კარიერა
რედაქტირებაგანქორწინების შემდეგ მეი სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა. 1950-იანებში ჩიკაგოში გადავიდა, სადაც მაიკ ნიკოლსს, ახალგაზრდა მსახიობს შეხვდა. მათ ერთად საკუთარი იმპროვიზაციული კომედიური აქტი შექმნეს. 1957 წელს ნიუ-იორკში გადავიდნენ და პოპულარობა მალევე მოიპოვეს. 1960-დან 1961 წლამდე მათი შოუ „ბროდვეიში“ იმართებოდა, სახელწოდებით „საღამო მაიკ ნიკოლსსა და ელეინ მეისთან ერთად“. Vanity Fair-თან ინტერვიუში ვუდი ალენმა მათ შესახებ თქვა: „ინდივიდუალურად, ორივე გენიოსია, და როცა ერთად მუშაობდნენ, შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იყო - ისინი ერთმანეთს უგებდნენ და კომედია სულ სხვა დონეზე აჰყავდათ“.[1]
მეიმ და ნიკოლსმა საქმიანი ურთიერთობა 1961 წელს დაასრულეს და მეიმ პიესების წერა დაიწყო. ამავე წელს დაქორწინდა შელდონ ჰერნიკზე, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. 1967 წელს მეიმ ორ ფილმში ითამაშა, მათ შორის კლივ დონერის ნამუშევარში, სახელწოდებით „Luv“. ფილმში ასევე მონაწილეობდნენ ჯეკ ლემონი და პიტერ ფელკი.[2]
1969 წელს მეიმ თავისი პირველი სცენარი დაწერა, სახელწოდებით „კარგი მეგობრები“ (1971). ფილმი ფსევდონიმით, სცენარისტი ესთერ დეილის სახელით გამოვიდა. 1971 წელს მეის სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით „სუფთა ფურცლიდან“. მეი ფილმის სცენარის ავტორია და მასში ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს. [3]
1972 წელს გადაიღო თავისი შემდეგი ნამუშევარი, „გულგატეხილი“, რომლის სცენარიც ნილ საიმონმა დაწერა. ფილმში მონაწილეობას მეის ქალიშვილი, ჯენი ბერლინი იღებს. ფილმი წარმატებული გამოდგა და იგი მეის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. ბერლინი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.
1976 წელს გამოვიდა „მიკი და ნიკი“, რომლის რეჟისორი და სცენარისტიც ელეინ მეია. ფილმი ორ კრიმინალსა და მათ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
2000 წელს ითამაშა ფილმში „ქურდბაცაცები“ (რეჟ. ვუდი ალენი), სადაც იგი მეი სლოანის როლს ასრულებს. ალენმა პერსონაჟს მეის პატივსაცემად დაარქვა სახელი.[4]
2016 წელს ითამაშა ვუდი ალენის სერიალში, სახელწოდებით „კრიზისი ექვს სცენაში“.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1971 | ფ | „ახალი ფურცლიდან“ | A New Leaf | რეჟისორი, სცენარისტი |
1971 | ფ | „კარგი მეგობრები“ | Such A Good Friends | სცენარისტი |
1972 | ფ | „გულგატეხილი“ | The Heartbreak Kid | რეჟისორი, სცენარისტი |
1976 | ფ | „მიკი და ნიკი“ | Mikey and Nikey | რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი |
1978 | ფ | „სამოთხე დაიცდის“ | Heaven Can Wait | თანასცენარისტი |
1981 | ფ | „წითლები“ | Reds | თანასცენარისტი |
1982 | ფ | „ტუტსი“ | Tootsie | თანასცენარისტი |
1986 | ფ | „ლაბირინთი“ | Labyrinth | თანასცენარისტი |
1987 | ფ | „იშთარი“ | Ishtar | რეჟისორი, სცენარისტი |
1995 | ფ | „სახიფათო ფიქრები“ | Dangerous Minds | თანასცენარისტი |
1996 | ფ | „გალია ჩიტებისთვის“ | The Birdcage | სცენარისტი |
1987 | ფ | „ძირითადი ფერები“ | Primary Colors | სცენარისტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.vanityfair.com/hollywood/2013/01/nichols-and-may-reunion-exclusive
- ↑ https://jwa.org/encyclopedia/article/may-elaine
- ↑ https://www.encyclopedia.com/humanities/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/may-elaine
- ↑ https://books.google.com/books/about/Conversations_with_Woody_Allen.html?id=-y2fPwAACAAJ