ელანდი (შვედ. Öland) — კუნძული ბალტიის ზღვაში, ეკუთვნის შვედეთს. გოტლანდის შემდეგ შვედეთის სიდიდით მეორე კუნძულია. ფართობი 1345 კმ², მოსახლეობა 25,857 ადამიანი (2017).

ელანდი
გეოგრაფია
კოორდინატები 56°44′ ჩ. გ. 16°40′ ა. გ. / 56.733° ჩ. გ. 16.667° ა. გ. / 56.733; 16.667
ფართობი 1,345.44 კმ²
უმაღლესი წერტილი 57 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 25,857 (2017)
სიმჭიდროვე 19.2 /კმ²
ოფიციალური საიტი საიტი

კონტინენტისგან გამოყოფილია კალმარსუნდის სრუტით, რომელზედაც გადებულია 6-კილომეტრიანი ელანდის ხიდი, რომელიც აშენდა 1972 წლის 30 სექტემბერს. სილურული კირქვული დაბალი პლატო, რომლის სიმაღლე აღწევს 57 მ-ს ადგილ-ადგილ დაფარულია მორენული დანალექებით; განვითარებულია კარსტი. გაბატონებულია სემი-კონტინენტური ოკეანური კლიმატი.

არის რამდენიმე პატარა მდინარე და ერთი ტბა ჰორნსენი. სკანდინავიისათვის უჩვეულო, თავისებური რელიეფი და ლანდშაფტები ახასიათებს. დასახლებული პუნქტები აქ ნაპირის კალკეულ პლაჟებიან უბნებში მდებარეობს. ალუვიურ სანაპიროზე მოჰყავთ შაქრის ჭარხალი, ჭვავი და კარტოფილი. განვითარებულია მესაქონლეობა. დიდი ქალაქებიდან მნიშვნელოვანია ბორგჰოლმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება