მილკო ფუდი

(გადამისამართდა გვერდიდან ეკო-ფუდი)

მილკო ფუდი (2014 წლამდე ეკო-ფუდი[1]) — შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია. დაარსდა 2004 წელს, თბილისში. აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ლაბორატორიით, სადაც მოწმდება ნედლეული და პროდუქცია. უშვებს 40-მდე დასახელების პროდუქციას: რძეს, მაწონს, არაჟანს, კარაქს, კეფირს, ხაჭოს, მაიონეზსა და სხვა. „მილკო ფუდმა“ პირველმა დაიწყო საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ დამკვიდრებული ბიოლოგიურად აქტიური ბიფიდო ბაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტების, კერძოდ, ბიფიდო-მაწვნის, ბიფიდო-კეფირის წარმოება, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, იცავს ალერგიისაგან, აღადგენს ენერგიას.

კომპანიას რძე მიეწოდება სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული რძის შემგროვებელი პუნქტებიდან. საწარმოს დღე-ღამეში 70—75 ტონა რძის გადამუშავება შეუძლია. მზა პროდუქციის რეალიზაცია ხდება მთელ საქართველოში. კომპანიას აქვს თავისი საფირმო მაღაზიები, თბილისში 4 და მცხეთაში 2. 2005 წლიდან სავაჭრო მარკა „ეკო-ფუდის“ მესაკუთრე გახდა კომპანია შპს „ჯორჯიან ეკო“. კომპანია ფლობს სურსათის უვნებლობისა (ISO 22000:2005) და ხარისხის მართვის (ISO 9001:2008) საერთაშორისო სერტიფიკატებს (2007 წლიდან).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება