ეკლესია (ძველი საბერძნეთი)
ეკლესია (ბერძ. ἐκκλησία) — სახალხო კრება ათენში. ძვ. წ. V საუკუნიდან, პერიკლეს რეფორმების შედეგად, სახალხო კრება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 30 წელს გადაცილებულ სრულუფლებიან მოქალაქეებს. სახალხო კრება ერთი წლის ვადით ირჩევდა სახელმწიფო მოხელეებს. სახალხო კრება არ იყო მთელი ატიკის მოსახლეობის ინტერესთა გამომხატველი (მაგ. მეტეკები). მისი ობიექტი მხოლოდ სრულუფლებიანი მოქალაქეები (დემოსი) იყო. სახალხო კრება აკროპოლისის დასავლეთით პნიქსის ბორცვზე მდებარეობდა.
ბერძნულ პოლისებში სახალხო კრებას სხვადახსვა სახელი ეწოდებოდა: აპელა — სპარტაში, აგორა — დელფოსა და თესალიაში, ალია — არგოსი, ეპიდავრი, ჯელასა და აკრაგანტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.
- Ecclesia | ancient Greek assembly en. ციტირების თარიღი: 2021-02-05