აპელა
აპელა (ბერძ. άπέλλα) — სახალხო კრება სპარტაში. აპელაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა სპარტის ყველა სრუწლოვან მოქალაქეს. აპელას როლი სპარტის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელო იყო, რადგან საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება არ შეეძლო. სახალხო კრებაზე გამოსვლა მხოლოდ მეფეებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს გააჩნდათ. ხმის მიცემა ყვირილის მეშვეობით ხდებოდა. უპირატესობა იმ მხარეს რჩებოდა, რომელიც უფრო ხმამაღლა იყვირებდა. იმ შემთხვევაში თუ ეს გარკვევით არ ჩანდა, მაშინ ფორმალური კენჭისყრა იმართებოდა. სახალხო კრება უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა სადავო შემთხვევები, რომელიც ტახტის გადაცემას უკავშირდებოდა, დაენიშნა სამხედრო მეთაურობა, აერჩია ეფოროსები, სხვა მაგისტრატები და გერუსია, გაეწყვიტა ზავის დადების, ომის დაწყების და სამოკავშირეო ხელშეკრულებათა გაფორმების საკითხები. გარდა ამისა, აპელას თანხმობა სჭირდებოდა კანონმდებლბოაში დაგეგმილ ცვლილებების შეტანას.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აპელა - NPLG Wiki Dictionaries. ციტირების თარიღი: 2021-02-04