მეტეკები, მეტოიკები (ბერძ. μέτοικοι) — ძველი საბერძნეთის არასრულუფლებიანი მოსახლეობა ატიკაში. მეტეკებად ითვლებოდა უცხოელები, რომლებიც ატიკაში დროებით ან სამუდამო ვადით სახლდებოდნენ. მეტეკები ძირითადად მისდევდნენ ხელოსნობას და ვაჭრობას. მეტეკების კლასში შედიოდა გათავისუფლებული მონებიც.

უფლებები

რედაქტირება

მეტეკები პიროვნულად თავისუფლები იყვნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ მოქალაქეები და არ სარგებლოდნენ სამოქალაქო უფლებებით. მათ არ შეეძლოთ საჯარო თანამდებობების დაკავება, არ ჰქონდათ სახალხო კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება, არ მონაწილეობდნენ საჯარო მსხვერპლშეწირვის რიტუალებზე. მათ არ ჰქონდათ მოქალაქეებთან კანონიერი ქორწინების და არც უძრავი ქონების შეძენის უფლება, კერძოდ მათ არ შეეძლოთ მიწის შეძენა, თუმცა შეეძლოთ მონებისა და მოძრავი ნივთების შეძენა. მეტეკები არ მიეკუთვნებოდნენ ატიკის არცერთ ფილეს, არც გვარებს, არც დემებს (ისინი სახლობდნენ გარკვეულ დემებში, მაგრამ არ ითვლებოდნენ დემოტებად). მეტეკებს არ შეეძლოთ ხელისუფლების პირებისთვის უშუალოდ მიემართათ. ისინი ვალდებულნი იყვნენ მოქალაქე მფარველისთვის მიემართათ, რომლებიც მეტეკებსა და მართველ ორგანოებს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ. მფარველის არ ყოლის შემთხვევაში მეტეკებს ქონების ჩამორთმევით სჯიდნენ.

მეტეკების სასამართლო საქმეები, როგორც მათ შორის, ასევე მოქალაქეებთან, განიხილებოდა არქონტი-პოლემარხოსის მიერ, მფარველისთვის საკმარისი იყო მეტეკი სასამართლოში წაეყვანა, რის შემდეგაც მეტეკს შეეძლო საკუთარი საქმის დამოუკიდებლად წარმართვა. სახელმწიფოს სასარგებლოდ მეტეკები იხდიდნენ ყოველწლიურ გადასახადს (ბერძ. μετοίκιον; ძველ ათენში ეს უდრიდა 12 დრაქმა); გარდა ამისა, ისინი იხდიდნენ მცირე გადასახადს ბაზრობაზე ვაჭრობის უფლების მოსაპოვებლად.

მოქალაქეების მსგავსად მეტეკებს ევალებოდათ სამხედრო სამსახური, უფრო მეტიც, მათ, ვისაც ჰქონდათ შესაბამისი კვალიფიკაცია, მსახურობდნენ ჰოპლიტებად (თუმცა არა მხედრებად, იმ შემთხვევაშიც თუ გააჩნდათ მხედრის კვალიფიკაცია). სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისთვის მეტეკებს სახალხო კრება ათავისუფლებდა ზოგიერთი მოვალეობებისგან, მაგალითად, თავისუფლდებოდნენ მეტეკების გადასახადებისგან (ბერძ. άτέλεια τοΰ μετοικίου), ან მათი მოვალეობა უთანაბრდებოდა მოქალაქეების მოვალეობებს.

მეტეკებს (გარკვეული გამონაკლისებით) შეეძლოთ უძრავი ქონების შეძენა, ჰქონდათ უფლება უშუალოდ მიემართათ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის და ა.შ. მოქალაქეობის უფლებას იღებდნენ ან განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ან პოლისის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდის მიზნით. მეტეკების რაოდენობამ ატიკაში დემეტრიუს ფალერელის დროს ათობით ათას აღწევდა, სავარაუდოდ, ამდენივე უნდა ყოფილიყო ძვ. წ. V და IV საუკუნეებში. მეტეკები ასევე ცხოვრობდნენ საბერძნეთის სხვა ოლქებშიც (მაგაკითად მეგარა, არკადია, ბეოტია და ა.შ.).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება