ეკა ჭაბაშვილი
ეკა ჭაბაშვილი (დ. 12 იანვარი, 1971,) — ქართველი კომპოზიტორი, მხატვარი და პედაგოგი.
ეკა ჭაბაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 იანვარი, 1971 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1995 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1995–1996 წლებში იყო „ART salon“-ის დირექტორი. 1996–1999 წლებში კინოსტუდია „მემატიანე“-ს მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი. 2004 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში. იყო „თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრის“ დირექტორი. საკრავების თეატრი „სენსუსი“-ს დამაარსებელი და დირექტორი. 2009 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (კომპოზიცია), 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი. საქართველოსა და უცხოეთში (აშშ, ლიეტუვა, ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციების, კონცერტების, ფესტივალების მონაწილე. თხზულებები: ოპერა გამოფენა „მოხეტიალე სულები“. ბალეტები: „ციალი“, „ფერხული სიკვდილთან“; სიმფონიები: N1 „კოსმოსი“, N2 „იანი და ინი“, N3 „უკუნითი უკუნისამდე“; საორკესტრო მუსიკა: სიმფონიური ტრილოგია „სხეულები“, „ანდაზები“, „აქსიომა“, „მოზაიკა“, კონცერტი საქსოფონის, არასტანდარტული ორეკსტრისა და გუნდისათვის (1992), „მოზაიკა“ ჩაფიქრებული იმპროვიზაცია სოლო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1996). კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო „პანორამა“, „დიფსომანია“ სოლო არფის, პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტების შემადგენლობისათვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1993), „გალერეა“ (1992, აუდიო-ბგერითი ისტორია, 1994, საქართველოში პირველი შესრულება, 2007 – აშშ), იმპროვიზაცია დუეტისათვის (ფლეიტა და ფორტეპიანო ან ელექტრონიკა, 2002, პირველი შესრულება საქართველოსა და სომხეთში, 2006 – საფრანგეთში), „დიფუზია“ ქართული ხალხური საკრავებისათვის(2006, სალამური, დუდუკი, დოლი, ფანდური-ჩონგური, ჭიანური); გუნდები: „ქორალი“ (III პრემიერა გერმანია), „პოეტი“ (1996, a cappella შერეული გუნდისათვის). საორგანო: მიკროორატორია „გალობანი სინანულისანი“. თეატრალური მუსიკა: „ალვა“ (რუსთაველის თეატრი), „ხმაური და მძვინვარება“ ჰოლოგრამული თეატრისათვის, „საკრავების თეატრი“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
ჯილდოები
რედაქტირება- 2011 — საგუნდო მუსიკისა და ალკამაარის საორგანო მუსიკის კონკურსი, გამარჯვებული
- 2007 — საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კონკურსი, III პრემია, საგუნდო ნაწარმოები „ქორალი“
- 2003 — საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი
- 1996 — საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის კონკურსი, I პრემია, საფორტეპიანო ნაწარმოები „პანორამა“
- DAAD-ის სტიპენდიატი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 563