ეკატერინე შარაშიძე
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ეკატერინე შარაშიძე (დ. 1 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2008-2009 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2008 წლის 2 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე.[1]
ეკატერინე შარაშიძე | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ნოემბერი, 2008 – 9 დეკემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი |
წინამორბედი | გიორგი არველაძე |
მემკვიდრე | ლაშა ჟვანია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ნოემბერი, 2006 – 26 ნოემბერი, 2009 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | გიორგი არველაძე |
მემკვიდრე | თეიმურაზ ჯანაშია |
დაბადებული | 1 თებერვალი, 1974 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველოს |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაეკატერინე შარაშიძე დაიბადა 1974 წლის 1 თებერვალს, ქალაქ თბილისში.[2] სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ეკატერინე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მომდევნო 15 წელი დაჰყო. მან ფრიადზე დაამთავრა ბაკალავრიატი სენტ ჯოზეფის, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში (1991–1995). დაიცვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნების ისტორიაში; შემდეგ - მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის კენედის სკოლაში (1997–1999) და ასევე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ემ-აი-თის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში (1999–2001). 2006 წლის ნოემბერში ეკატერინე შარაშიძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.[3] აღნიშნულ დანიშვნამდე იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. civil.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
- ↑ ეკატერინე შარაშიძე - დეკლარაცია. declaration.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-08. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
- ↑ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი წარადგინეს. civil.ge. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.[მკვდარი ბმული]