ეკატერინე სატინა
ეკატერინე სატინა (სურგუნოვა) (დ. 1892 — გ. 1974) — რუსი საბჭოთა მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1943).
პეტერბურგის ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ (1913-1915) მსახიობად მუშაობდა ნოვგოროდის, ბობრუისკის, ფსკოვისა და სხვა თეატრებში. 1915–1931 წლებში რუსთაველის თეატრის საზოგადოების არტისტული ამხანაგობის (თბილისი) დასში და წითელარმიელთა სახლის თეატრში იყო, ხოლო 1932–1962 წლებში — თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. სატინას ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი იყო აქტიორული ოსტატობის მაღალი ტექნიკა. ასრულებდა სახასიათო, კომედიურ და დრამატულ როლებს: ვასა ჟელეზნოვა (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), ანა ანდრეევნა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ოგუდალოვა, კრუჩინინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), არკადინა (ანტონ ჩეხოვის „თოლია“), ზაბელინა (ნ. ოგოდინის „კრემლის კურანტები“), მურზავეცკაია, მამაევა (ალექსანდრე ოსტროვსკის „მგლები და ცხვრები“, „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“), ვარო (ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“), ავდოტია (სერგეი ნაიდენოვის „ვანიუვშენის ოჯახი“), მადამ ბრიდო (ონორე დე ბალზაკის „პროვინციური ისტორია“), კოლოკოლნიკოვა (ა. შტეინის „პერსონალური საქმე“) და სხვ. 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. 1918 წლიდან ეწეოდა პედაგოგიკურ მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 795, ISBN 99928-20-32-2.