ელ-ზავია

(გადამისამართდა გვერდიდან ეზ-ზავია)

ელ-ზავია (არაბ. الزاوية‎) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, დედაქალაქ ტრიპოლიდან 45 კმ-ით დასავლეთით, ტრიპოლიტანიის ისტორიულ რეგიონში. ელ-ზავიის რაიონის დედაქალაქი.

ქალაქი
ელ-ზავია
არაბ. الزاوية‎
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი ელ-ზავია
კოორდინატები 32°45′08″ ჩ. გ. 12°43′40″ ა. გ. / 32.75222° ჩ. გ. 12.72778° ა. გ. / 32.75222; 12.72778
ცენტრის სიმაღლე 17
მოსახლეობა 200,000 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
ელ-ზავია — ლიბია
ელ-ზავია

ლიბიის მოსახლეობის 1973 და 1984 წლების აღწერისას, ელ-ზავიის მოსახლეობა დაახლოებით 91 603 ადამიანი იყო.[1] დღეისათვის ის სავარაუდოდ ლიბიის მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია (ტრიპოლის, ბენღაზის, მისრათის და ელ-ბაიდის შემდეგ). მოქმედებს ელ-ზავიის უნივერსიტეტი, რომელიც 1988 წელს დაარსდა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ნავთობის მინდორი, თავად ქალაქში კი ლიბიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები ფუნქციონირებს.

ელ-ზავიაში მიმდინარეობდა ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ბრძოლები 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, რადგან იგი აკონტროლებს სასიცოცხლო გზას დედაქალაქ ტრიპოლისა და ტუნისის საზღვარს შორის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Libya conflict: Rebels battle Gaddafi troops in Zawiya“. BBC News. 14 August 2011.