ევგენია გელოვანი

ევგენია მინსკაია, 1926-2004 Dancer.; born 25 September, 1926
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელოვანი.

ევგენია გელოვანი, ნამდვილი გვარი მინსკაია (დ. 25 სექტემბერი, 1926, კიევი — გ. 2004) — ქართველი ბალერინა, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1961)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936–1945 წლებში სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში ; 1945–1966 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ოდეტა–ოდილია, მაშა (პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, „მაკნატუნა“), ტაო–ხოა (რეინგოლდ გლიერის „წითელი ყაყაჩო“), ზარემა (ბორის ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), ჩელიტა (ლუდვიგ მინკუსის „დონ–კიხოტი“), ტანეჩკა (ი. მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი“), ლიზა (პ. ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“), თამარი (სულხან ცინცაძის „ცისფერი მთის საიდუმლოება“), მზეთუნახავი (გ. კალაძის „სინათლე“), ჯავარა, გალია გონჩარენკო (დავით თორაძის „გორდა“, „მშვიდობისათვის“) და სხვ. 1955 წელს გადაიღეს ფილმში „ქართული ბალეტის ოსტატები“

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება