ლუდვიგ მინკუსი
ლუდვიგ თედორეს ძე მინკუსი (გერმ. Ludwig Minkus, ნამდვილი სახელი ალიოზ ლუდვიგ მინკუსი; დ. 23 მარტი, 1826, ვენა — გ. 7 დეკემბერი, 1917, იქვე) — ჩეხი (ზოგი ცნობით პოლონელი) მევიოლინე და საბალეტო კომპოზიტორი.
ლუდვიგ მინკუსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1826[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ვენა ან Velké Meziříčí[9] |
გარდ. თარიღი | 7 დეკემბერი, 1917[1] [2] [9] (91 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა[9] |
დასაფლავებულია | Döbling Cemetery |
ლუდვიგ მინკუსი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირება50-იანიწლების დასაწყისიდან 80-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდა რუსეთში. 1853-1855 წლებში იყო თავად ნ. იუსიპოვის კარის ორკესტრის კაპელმაისტერი პეტერბურგში. 1861-1872 წლებში მოსკოვის დიდი თეატრის ორკესტრის სოლისტი. 1866-1872 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი. 1872-1886 წლებში მოღვაწეობდა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრების დირექციაში. 1890 წლის შემდეგ ცხოვრობდა ვენაში. პირველი წარმატება მოუტანა ბალეტმა „ნაკადულმა“ (1866, ლ. დელიბთან ერთად). 1869 წელს მოსკოვის დიდ თეატრში შედგა მინკუსის ბალეტ „დონ-კიხოტის“ (სცენარის ავტორი და ბალეტმაისტერი მ. პეტიპა) პრემიერა. სხვა ბალეტებია: „პახიტა“ (1846, ე. დელდევეზთან ერთად), „ფიამეტა, ანუ სიყვარულის დღესასწაული“ (1864), „ბაიდერა“ (1877) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 715.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #120442779 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ IMSLP — 2006.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Musicalics
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Archivio Storico Ricordi — 1808.