ევა გოცირიძე

ქართველი იურისტი

ევა გოცირიძე (დ. 7 ივლისი, 1963 , თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 და 1997-2000 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2018 წლის 12 იანვრიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.

ევა გოცირიძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა12 იანვარი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2013 – 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1997 – 2000
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული7 ივლისი, 1963 (1963-07-07) (61 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლემინდია უგრეხელიძე
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევა გოცირიძე დაიბადა 1963 წლის 7 ივლისს, თბილისში. 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვულის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალიზაცია: კონსტიტუციური სამართალი (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადისერტაციო შრომა „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (კონსტიტუციური დილემები) (1998); საერთაშორისო სამართლის დოქტორი ("Magna Cum Laude"), სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი; სადისერტაციო შრომა: „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში (სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით") (2006);

ევა გოცირიძე 1997-2000 და 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი სასამართლოს იურისპრუდენციის დამუშავებისა და თარგმნის საკითხებზე (HRTF translations project), (2007-2013); დამცველი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების საკითხებზე (2009-2013), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2010-2013); საქართველოს უზენაესი სასამართლო: (მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში (2005-2006), ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი (2000-2005); სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი (1996-1997); უფროსი კონსულტანტი (1992-1996); საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდანიციო საბჭოს წევრი (2013 წლიდან დღემდე); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი (1994-1997); ჟურნალ „მართლმსაჯულების მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი (1995-1999);[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ევა გოცირიძე - ბიოგრაფია. www.constcourt.ge. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2019.