ედუარდ II

(გადამისამართდა გვერდიდან ედუარდ II (ინგლისი))

ედუარდ II პლანტაგენეტი (ინგლ. Edward II, ფრანგ. Édouard II Platagenêt; დ. 25 აპრილი, 1284, კერნარფონი, უელსი — გ. 21 სექტემბერი, 1327, ბერკლის ციხესიმაგრე, გლოჩესტერი) — ინგლისის და უელსის მეფე 1307-1327 წლებში, პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი.

ედუარდ II პლანტაგენეტი
Edward II
ინგლისის სამეფოს მეფე
კორონაცია: 25 თებერვალი 1308
მმართ. დასაწყისი: 7 ივლისი 1307
მმართ. დასასრული: 25 იანვარი 1327
წინამორბედი: ედუარდ I
მემკვიდრე: ედუარდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აპრილი 1284
დაბ. ადგილი: კერნარფონის სასახლე
გარდ. თარიღი: 21 სექტემბერი 1327
გარდ. ადგილი: ბერკლის სასახლე
მეუღლე: იზაბელა ფრანგი
შვილები: ედუარდ III
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ედუარდ I
დედა: ლეონორ კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ეროვნება: ინგლისელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იყო ედუარდ I-ის ძე. ებრძოდა ბარონებს, რაინდებსა და მოქალაქეებზე დაყრდნობით შეზღუდა მათი ძალაუფლება, სამაგიეროდ აიძულეს ეცნო პარლამენტის უფლება უმნიშვნელოვანესი კანონების დამტკიცებისა. 1314 წელს დაამარცხეს შოტლანდიელებმა და იძულებული გახდა შოტლანდიის დამოუკიდებლობა ეცნო. უკმაყოფილო ბარონებმა, რომელთაც სათავეში ჩაუდგა დედოფალი იზაბელა, ტყვედ ჩაიგდეს. უესტმინისტერის პარლამენტმა იგი ტახტიდან გადააყენა. მოკლეს ტყვეობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება