ედუარდი (ედინბურგის ჰერცოგი)

პრინცი ედუარდი (ინგლ. Edward Antony Richard Louis; დ. 10 მარტი, 1964, ბაკინგემის სასახლე, ლონდონი) — ედინბურგის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს უმცროსი შვილი. დღეს ედუარდი არის ტახტის მე-14 მემკვიდრე და შესაბამისად, ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ ის ტახტზე ავიდეს.

პრინცი ედუარდი
Prince Edward, Duke of Edinburgh

პრინცი ედუარდი 2015 წლის თებერვალში
ედინბურგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი, 2023
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ფილიპი
მემკვიდრე: პრინცი ჯეიმზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მარტი, 1964 (1964-03-10) (60 წლის)
დაბ. ადგილი: ლონდონი, ბაკინგემის სასახლე
მეუღლე: სოფი რაი-ჯოუნსი (1999-)
შვილები: ლუიზი, ჯეიმზი
დინასტია: უინძორები
მამა: ჰერცოგი ფილიპე
დედა: ელისაბედ II
რელიგია: ანგლიკანიზმი

მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ედუარდი დაიბადა 1964 წლის 10 მარტს, ბაკინგემის სასახლეში. 1999 წლის 6 იანვარს ის დაქორწინდა სოფი რაი-ჯოუნსზე. 2023 წლის 10 მარტამდე ატარებდა უესექსის ერლის ტიტულს, რომელიც მის ვაჟს, ჯეიმზს გადაულოცა.

2023 წლის 10 მარტს მისმა უფროსმა ძმამ მეფე ჩარლზ III-მ პრინცი ედუარდი გამოაცხადა ახალ ედინბურგის ჰერცოგად, რადგანაც ტიტული მათი მამის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (9 აპრილი, 2021) ვაკანტური იყო.[1]

პრინც ედუარდსა და მის მეუღლე სოფის ჰყავთ ორი შვილი: პრინცესა ლუიზი (დ. 8 ნოემბერი, 2003) და პრინცი ჯეიმზი (დ. 17 დეკემბერი, 2007).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „King Charles grants Prince Edward Duke of Edinburgh title“. BBC News (ინგლისური). 10 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)