ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედრიენ ელიზა ბეილონ-ჰოუტონი (ინგლ. Adrienne Eliza Bailon-Houghton; დ. 24 ოქტომბერი, 1983, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი წამყვანი, ჟურნალისტი, მომღერალი და მსახიობი. ის იყო ჯგუფების 3LW და The Cheetah Girls წევრი. 2013 წლიდან 2022 წლამდე ბეილონი იყო თოქ-შოუს The Real-ის წამყვანი, რისთვისაც მას შემდეგ მოიგო ემის ჯილდო.[1][2]

ედრიენ ბეილონი
ინგლ. Adrienne Bailon

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ედრიენ ელიზა ბეილონ-ჰოუტონი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1983 (1983-10-24) (41 წლის)
დაბ. ადგილი ქვემო ისტ-საიდი
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, Latin, Dance
საქმიანობა წამყვანი, ჟურნალისტი, მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1999 - დღემდე
საიტი adriennebailon.com
ედრიენ ბეილონი ვიკისაწყობში

როგორც მსახიობი, ბეილონი გამოჩნდა ფილმებში The Cheetah Girls, Coach Carter და All You've Got. მან ითამაშა უამრავ სატელევიზიო სერიალში, მათ შორის: That's So Raven და The Suite Life of Zack & Cody.

ცხოვრება

რედაქტირება

ბეილონი დაიბადა 1983 წლის 24 ოქტომბერს. მისი დედა, ნილდა ალისია, პუერტორიკოელია, ხოლო მამა, ფრედი ბეილონი, ეკვადორელი.[3] ბაილონს ჰყავს უფროსი და, კლოდეტი.[4] ის სწავლობდა ბრუკლინში ჯანდაცვის პროფესიებისა და ადამიანური სერვისების უმაღლეს სკოლაში.[5][6]

ბეილონი იყო იმ ოთხი მუსიკოსთაგან ერთ-ერთი, რომლებიც რიკი მარტინმა აირჩია თავისი ტურნესთვის Livin' la Vida Loca Tour. მუსიკოსი მარტინმა 1999 წლის ოქტომბერში აღმოაჩინა, როდესაც ბეილონი თავის საეკლესიო გუნდთან ერთად მღეროდა მედისონ სკვერ გარდენში.[7] ამის შემდეგ მუსიკოსი გახდა ჯგუფის, 3LW, წევრი.

ჯგუფმა ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ლეიბლ Epic Records-თან და დაიწყო სადებიუტო სტუდიურ ალბომზე მუშაობა. ჯგუფის პირველი სინგლი, „No More (Baby I'ma Do Right)", გამოვიდა 2000 წლის შემოდგომაზე. სინგლს კომერციული წარმატება ხვდა წილად. მას მოჰყვა ახალი სინგლი „Playas Gon' Play" 2001 წლის დასაწყისში. ჯგუფის სადებიუტო ალბომი, 3LW, გამოვიდა 2000 წლის 14 ნოემბერს. მალევე ალბომის 1,3 მილიონი ასლი გაიყიდა შეერთებულ შტატებში, რისთვისაც ჩანაწერმა მიიღო RIAA-ის პლატინის სერტიფიკატი.[8]

2002 წელს ჯგუფმა ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. ალბომის წამყვანმა სინგლმა, „Uh Oh", ვერ მოიპოვა კომერციული წარმატება. მალევე, ალბომში შემავალმა სიმღერებმა მათ გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე გაჟონეს ინტერნეტში, რის გამოც ლეიბლმა გააუქმა ჯგუფის ახალი ალბომი.

აგვისტოში უნდა გამოსულიყო ჯგუფის ახალი ალბომი, A Girl Can Mack, როდესაც ჯგუფი ერთ-ერთმა წევრმა დატოვა. A Girl Can Mack-ის გამოსვლის თარიღი გადაიდო ერთი თვით. ალბომი ბილბორდ 200-ში მე-15 ადგილზე გავიდა.

ჯგუფის მესამე წევრის წასვლამ დიდი გავლენა იქონია ჯგუფის პოპულარობასა და გაყიდვებზე. ამის გამო ლეიბლმა დაიწყო ჯგუფისთვის ახალი წევრის ძებნა, რისთვისაც აირჩა ჯესიკა ბენსონი. 2003 წლის შემოდგომაზე ჯგუფმა დატოვა ლეიბლი Epic Records და ხელი მოაწერა კონტრაქტს ჯერმეინ დუპრის ლეიბლთან So So Def. ამ დროს ჯგუფმა დაიწყო მუშაობა მეოთხე სტუდიურ ალბომზე, თუმცა ჯგუფს ის არ გამოუშვია. 2008 წელს ბეილონმა დაადასტურა, რომ 3LW ოფიციალურად დაიშალა.

ამ დროს 3LW-ის ყოფილმა წევრმა, კილი უილიამსმა და ბეილონმა ითამაშეს დისნეის ფილმში Cheetah Girls, სადაც შეასრულეს გოგონათა ჯგუფის, Cheetah Girls, წევრების როლი. ფილმმა პოპულარობა მალევე მოიპოვა, რამაც ბიძგი მისცა ფილმში არსებული ჯგუფის რეალურ მუსიკალურ კარიერას. ჯგუფმა 3 მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რის შემდეგაც, 2008 წელს დაიშალა.

მალევე, ბეილონმა კონტრაქტი გააფორმა Island Def Jam Records-თან და დაიწყო მუშაობა თავის სადებიუტო სტუდიურ ალბომზე. მუსიკოსმა ლეიბლის ქვეშ გამოუშვა ორი ახალი კომპოზიცია „Uncontrollable" და „Big Spender".[9]

2007 წლიდან ბეილონმა დაიწყო შეხვედრა რობ კარდაშიანთან, კიმ კარდაშიანის ძმასთან.[10] რობთან შეხვედრისას, ბეილონი გამოჩნდა კარდაშიანების რეალითი სერიალის, Keeping Up with the Kardashians, რვა ეპიზოდში.[11]

2012 წელს ბეილონმა განაცხადა, რომ მონაწილეობას იღებდა რეალით შოუში Empire Girls: Julissa and Adrienne.[12]

2012 წლის 1 ნოემბერს, ბეილონი იყო The Pepsi Pre-show Live-ის თანაწამყვანი ჯესი გიდინგსთან და ჯიმ კანტიელოსთან ერთად.

2013 წლიდან 2022 წლამდე, ბეილონი იყო თოქ-შოუს The Real-ის ერთ-ერთი წამყვანი. 2018 წელს, ბეილონმა მოიგო ემის ჯილდო.[13]

2015 წელს მუსიკოსი გამოჩნდა სერიალში Being Mary Jane. 2017 წლის 17 ნოემბერს ბეილონმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი New Tradiciones.[14][15] ალბომი პირველ ადგილზე გავიდა ლათინურ ჩარტებში. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა გამოუშვა საიუველირო ხაზი სახელად XIXI.[16][17]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. It's Official: 'The Real' Talk Show Begins Four-Week Test Run July 15 en-US (2013-06-12). ციტირების თარიღი: 2021-11-03
  2. The Ladies Of 'The Real' Were Left Speechless After Daytime Emmy Win en-US. ციტირების თარიღი: 2021-11-03
  3. Century, Douglas (August 20, 2006). „A Song Before Dinner“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 14, 2008.
  4. Adrienne Bailon Marries Gospel Singer Israel Houghton in Paris. Us Weekly (November 11, 2016). ციტირების თარიღი: March 28, 2017
  5. Adrienne Bailon: Biography. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2012. ციტირების თარიღი: June 18, 2010
  6. Adrienne Confesses to a Timely Secret. https://www.youtube.com/watch?v=zzt6RIARn_s.
  7. Brandt, Jaclyn. (June 18, 2012) Adrienne Bailon talks about her life in the public eye. ციტირების თარიღი: August 4, 2012
  8. „3LW Is A Trio Again“. Billboard. March 4, 2003. ციტირების თარიღი: March 15, 2010.
  9. iTunes — Music — .Confessions of a Shopaholic (Original Soundtrack) [Bonus Track Version] by Various Artists. iTunes Store (February 10, 2009). ციტირების თარიღი: August 4, 2012
  10. Rob Kardashian Dating Adrienne Bailon Of Cheetah Girls. Anything Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2012. ციტირების თარიღი: August 4, 2012
  11. Adrienne Bailon Talks Robert Kardashian And Fabolous Dating Rumors With Cherry Martinez. Cherry on Top (January 25, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2012. ციტირების თარიღი: August 4, 2012
  12. Palomares, Sugey. (July 1, 2012) Adrienne Bailon and Julissa Bermudez Star in Empire Girls. Latina. ციტირების თარიღი: August 4, 2012
  13. Kiefer, Halle. Here Are Your 2018 Daytime Emmy Award Winners (April 30, 2018). ციტირების თარიღი: June 15, 2020
  14. George, Rachel (December 13, 2017). „Watch Adrienne Houghton Perform 'The Gift' From New Christmas Album on 'The Real'. Billboard. ციტირების თარიღი: June 14, 2020.
  15. Cole, Corinnne. (November 21, 2017) Adrienne Bailon's New Christmas Album Is the Ultimate Giveback Gift. ციტირების თარიღი: June 14, 2020
  16. Nunez, Vivian. (October 24, 2019) Adrienne Bailon-Houghton Shares How Her Latinidad Inspired Her Latest Business Venture, XIXI. ციტირების თარიღი: June 14, 2020
  17. Cain, Stephanie. Finding Beauty in a New Routine. The New York Times (May 28, 2020). ციტირების თარიღი: June 15, 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედრიენ_ბეილონი“-დან