ეგრი, ეგრისი, ქართული წყაროების მიხედვით, ისტორიული ქალაქი დასავლეთ საქართველოში; ეგრისის პოლიტიკური ცენტრი. ეგრი დაუარსებია ლეგენდარულ ეთნარქს ეგროსს. მდებარეობდა შემდგომდროინდელი ქ. ბედიის (მისი ზუსტი ადგილმდებარეობაც გაურკვეველია) ადგილზე. მკვლევართა ნაწილი ეგრის არსებობას ვარაუდობს მდინარე ენგურის ქვემო წელზე, ახლანდელი ქ. ზუგდიდის მახლობლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967;
  • Иоселиани П. И., Города существующие в Грузии, Тфл., 1850;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეგრი&oldid=3983488“-დან