ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეგნოგი, ისტორიულად ასევე ცნობილი, როგორც რძის პანჩი (ალკოჰოლური სასმელების დამატებისას)[1][2][3] არის ტკბილი, ცივი, რძეზე დამზადებული პროდუქტი. იგი ტრადიციულად კეთდება რძით, ნაღებით, შაქრით, კვერცხის გულითა და ათქვეფილი კვერცხის ცილებით (რაც მას ქაფიან ტექსტურას აძლევს). გამოხდილი ალკოჰოლური სასმელები, როგორებიცაა კონიაკი, რომი, ვისკი ან ბურბონი, ხშირად ეგნოგის ძირითადი ინგრედიენტია.

კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეგნოგს ტრადიციულად მიირთმევენ საშობაო სეზონზე. მისი ერთ-ერთი ვარიაციაა ponche crema, რომელიც ვენესუელასა და ტრინიდადში მეოცე საუკუნიდან მზადდება ზამთრის პერიოდში.

ეგნოგი შეიძლება სახლშიც დამზადდეს რძით, გვერცხით, შაქრითა და არომატიზატორების გამოყენებით, მას მიირთმევენ დარიჩინთან ან მუსკატთან ერთად. ეგნოგს ხშირად ცივად სვამენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, ცივ დღეებში, ათბობენ (გლინტვეინის მსგავსად). ეგნოგი შეიძლება დაუმატონ სხვა სასმელებსაც, მაგალითად, ყავასა და ჩაის.

  1. The Modern Bartender’s Guide (1878) distinguishes „plain egg nog“, „egg milk punch“, and „milk punch“ from one another, and also includes „Baltimore egg nog“, „General Jackson egg nog“, „imperial egg nog“, and two types of „sherry cobbler egg nog“, as well as „sherry cobbler with egg“, „mulled claret with egg“, „egg sour“, and „Saratoga egg lemonade“ (also called „sea breeze“). (1878) The Modern Bartender's Guide. New York: Excelsior Publishing House. 
  2. (2007) Imbibe! From Absinthe Cocktail to Whiskey Smash, a Salute in Stories and Drinks to "Professor" Jerry Thomas, Pioneer of the American Bar. Penguin. 
  3. (1882) New and Improved Illustrated Bartender's Manual; or, How to Mix Drinks of the Present Style. New York City: Harry Johnson. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეგნოგი“-დან