გლინტვეინი
გლინტვეინი (გლუვაინი) — ცნობილი როგორც სანელებლის ღვინო, სასმელი, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება წითელ ღვინოსთან ერთად, სხვადასხვა გამომშრალი სუნელებისა და ზოგჯერ ქიშმიშის საშუალებით. მას მიირთმევენ ცხელს ან თბილს და არის ალკოჰოლური სასმელი, თუმცა არსებობს მისი არაალკოჰოლური ვერსიები.[1] ეს არის ტრადიციული სასმელი ზამთარში, განსაკუთრებით შობის დროს.[2] იგი იყიდება საშობაო ბაზრობებზე ევროპაში.
წარმოშობა
რედაქტირებასანელებლიანი ღვინის შესახებ პირველი ჩანაწერი გვხვდება რომში II საუკუნის განმავლობაში.[3][4] რომაელებმა იმოგზაურეს ევროპაში, დაიპყრეს მისი დიდი ნაწილი და ვაჭრობდნენ იქაურ მაცხოვრებლებთან. ლეგიონებმა ნავაჭრთან ერთად ჩამოიტანეს ღვინო და სხვადასხვა რეცეპტები, დაიწყეს მევენახეობა რაინისა და დუნაის მდინარეებთან და შოტლანდიის საზღვართან.[5]
შუა საუკუნეების ინგლისურენოვან კულინარიულ წიგნში, რომელიც შედგენილია 1390 წელს, ნახსენებია გლინტვეინი, სადაც ნათქვამია: „დარიჩინს, ჯანჯაფილს, გალანგალს, მიხაკის ხეს, გრძელ წიწაკას, ჯავზის ხეს, მარჯორამს, ილის, და სამოთხის მარცვლებს (როზმარინით შეიძლება შეიცვალოს) ურევენ წითელ ღვინოს და უმატებენ შაქარს (ფორმა და რაოდენობა დაუზუსტებელია).[6] რის შედეგადაც მიიღება გლინტვეინი.
ბრიტანეთი
რედაქტირებაგლინტვეინი დიდი პოპულარობით სარგებლობს გაერთიანებულ სამეფოში შობის დღესასწაულზე და ნაკლებად გვხვდება დარჩენილი ზამთრის განმავლობაში. ასევე შესაძლებელია არსებობდეს ღვინიანი სიდრი (ზოგჯერ, ღვინიანი ელი[7]) და შეზავებული ვაშლის წვენი, როგორც არაალკოჰოლური ალტერნატივაა.[8]
სხვა ქვეყნები
რედაქტირებახორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, სლოვენიასა და სერბეთში გლინტვეინი (kuhano vino / kuvano vino / кувано вино - „მოხარშული ღვინო“) მზადდება წითელი ან თეთრი ღვინისგან, მუსკატის კაკლის, მიხაკის, დარიჩინის, შაქრისა და ფორთოხლის ცედრის სხვადასხვა კომბინაციიდან, ხშირად ემატება ფორთოხლის ან ლიმნის ნაჭრები.
ბრაზილიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ევროპელების შთამომავლები მრავლად ცხოვრობენ, მას ვინო კენტეს ან კენტაოს უწოდებენ.[9][10] ის, როგორც წესი, მზადდება წითელი ღვინით, დარიჩინის ჩხირებით და მიხაკით. მას ამზადებენ ზამთარში, კერძოდ ივნისში.
ბულგარეთში მას გრეიანო ვინოს უწოდებენ („ცხარე ღვინო“), და შედგება წითელი ღვინისგან, თაფლისგან და წიწაკისგან. ზოგჯერ შეიძლება დაემატოს ვაშლი ან ციტრუსის ხილი, მაგალითად ლიმონი ან ფორთოხალი
საფრანგეთში, ვინ შო („ცხელი ღვინო“) როგორც წესი, შედგება წითელი ღვინისგან, რომელიც შერეულია თაფლში, დარიჩინსა და ფორთოხალში. ეს არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი.
უნგრეთში ფორალტ ბორს („მოხარშულ ღვინოს“) ამზადებენ ქვეყნის პოპულარული სასმელი ეგრის ბიკავერისგან და უმატებენ სუნელებს: დარიჩინს, მიხაკსა და შაქარს. ზოგჯერ ამარეტოც ემატება დამატებითი გემოვნებისთვის.
ლატვიაში მას კარსტვინს („ცხელ ღვინოს“) უწოდებენ. როდესაც ღვინო არ არის, იგი მზადდება ყურძნის (ან მოცხარის) წვენისა და რიგის შავი ბალზამის გამოყენებით.
პოლონეთში, გრზანე ვინო („ცხარე ღვინო“) ძალიან ჰგავს ჩეხურ ვარიანტს, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში. ასევე არსებობს გლინტვეინიანი ლუდის მსგავსი მეთოდი „გრზანე პივოს“ მოსამზადებლად, რომელიც ბელგიურ ლუდში პოპულარულია ამ კონკრეტული ლუდის ტიპის ტკბილი არომატის გამო, რომელიც იგივე სუნელებს იყენებს, როგორც გლინტვეინში და არის თბილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- NPR Staff. "Get into the Holiday Spirit with Scandinavian Glogg". All Things Considered. NPR. 22 December 2011.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cloake, Felicity. (9 December 2010) How to make perfect mulled wine. The Guardian. ციტირების თარიღი: 5 February 2012.
- ↑ John, J.. A Christmas Compendium. Continuum.
- ↑ Thomas Dudley Fosbroke (1835). A Treatise on the Arts, Manufactures, Manners, and Institutions of the Greeks and Romans. Longmans, გვ. 327.
- ↑ Titus Maccius Plautus (1829). M. Accii Plauti Comœdiæ. Cubrante et imprimente A. J. Valpy.
- ↑ J. Robinson (ed.)The Oxford Companion to WineThird Edition. Oxford University Press, 2006. 589–590
- ↑ Pegge, S., 2007. The Forme of Cury. BiblioLife.
- ↑ (2011). Oldandinteresting.com (accessed 6/12/2015)
- ↑ Lewis, E. (2009). Mulled Apple Juice. BBC Good Food. Bbcgoodfood.com (accessed 6/12/2015)
- ↑ Hamilton, C. (2005). Brazil: A Culinary Journey, Hippocrene cookbook library. Hippocrene Books, გვ. 197. ISBN 978-0-7818-1080-7. ციტირების თარიღი: February 3, 2015.
- ↑ Herrera-Sobek, M. (2012). Celebrating Latino Folklore: An Encyclopedia of Cultural Traditions [3 volumes]. ABC-CLIO, გვ. 147. ISBN 978-0-313-34340-7. ციტირების თარიღი: February 3, 2015.