ეგიინ-გოლი

(გადამისამართდა გვერდიდან ეგინ-გოლი)

ეგიინ-გოლი (მონღ. Эг гол; Эгийн гол) — მდინარე მონღოლეთში, მდინარე სელენგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 475 კმ, აუზის ფართობი 49 100 კმ². გამოედინება ხუბსუგულის ტბიდან ზღვის დონიდან 1645 მ სიმაღლეზე; მიედინება ფართო ხეობაში, მთა-ბორცვიან ტერიტორიაზე, სადაც ქმნის მრავალრიცხოვან ჭორომებს. მარცხნიდან ერთვის უურე-გოლი. გაზაფხულზე წყალუხვია, ზაფხულში იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 40 კილომეტრზე დაახლოებით 100 მ³/წმ. იყინება 5-6 თვით. არის თევზი. 1990-იან წლებში დაგეგმილი იყო ჰესის აშენება, თუმცა ჩანაფიქრი არ განხორციელებულა.

ეგიინ-გოლი
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
სათავე ხუბსუგული
50°25′07″ ჩ. გ. 100°09′05″ ა. გ. / 50.418833° ჩ. გ. 100.151583° ა. გ. / 50.418833; 100.151583
სიგრძე 475 კმ
აუზის ფართობი 49 100 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ეგიინ-გოლი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება