ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმი

ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმი (ინგლ. The Museum of Jewish Heritage) — მდებარეობს ბატერი პარკში, მანჰეტენი, ნიუ-იორკი. მუზეუმი წარმოადგენს ცოცხალ მემორიალს მათთვის, ვინც დაიღუპა ჰოლოკოსტში. მუზეუმს მიღებული ჰყავს 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი 1997 წლიდან დღემდე. მუზეუმის მისიაა ,,განათლება ყველა ასაკისა და წარმოშობის ადამიანებისთვის მე -20 და 21-ე საუკუნეებში ებრაული ცხოვრების ფართო გობელენის შესახებ - ადრე, ახლა და ჰოლოკოსტის შემდეგ." [1]

ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმი
ინგლ. The Museum of Jewish Heritage
40°42′22″ ჩ. გ. 74°01′07″ დ. გ. / 40.7062111° ჩ. გ. 74.0187500° დ. გ. / 40.7062111; -74.0187500
დაარსდა 1997
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა მანჰეტენი
დირექტორი ჯეკ კლიგერი
ოფიციალური საიტი http://www.mjhnyc.org/
Map

მუზეუმის შენობა მოიცავს ორ ფრთას: ექვსმხრივი ნაგებობა პირამიდის ფორმის სახურავით, რომელიც შექმნილია ჰოლოკოსტში დაღუპული ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნისთის და მეორე - რობერტ მორგენტაუს ფრთა. ექვსმხრივი შენობა, რომელიც გაიხსნა 1997 წელს, მოიცავს მუზეუმის ძირითად საგამოფენო გალერეებს. მორგენჰაუს ფრთა, რომელიც გაიხსნა 2003 წელს, მოიცავს მუზეუმის ოფისებს, თეატრს და საკლასო ოთახებს, ასევე ირვინგ შნაიდერისა და ოჯახის საგამოფენო გალერეას. ორივე ფრთა შექმნილია როშ-დინკელუს მიერ.[2]

ისტორია რედაქტირება

ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმი დაარსდა 1984 წელს და აშენდა 1994-1997 წლებში ნიუ -იორკის ბატერი პარკში. მუზეუმის 21,5 მილიონი დოლარიანი შენობა, რომელიც დაპროექტებულია არქიტექტორ კევინ როშის მიერ, გაიხსნა საზოგადოებისთვის 1997 წლის 15 სექტემბერს.[3] დავით ალტშულერი იყო მუზეუმის დამფუძნებელი დირექტორი, თანამდებობა მას ეკავა 1984 წლიდან 1999 წლის დეკემბრამდე.

1960-იან წლებში მთავრობის წარმომადგენლებს არ აინტერესებდათ მუზეუმის მშენებლობა მანამ, სანამ ამერიკულ-ებრაულმა საზოგადოებამ არ გამოხატა ინტერესი და ჩაერია მუზეუმის შექმნაში. აშშ -ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, მერი ედ კოხის მხარდაჭერით, წამოაყენა ნაციონალური მემორიალის განთავსების საკითხი.[4] კარტერმა, 1978 წელს, შექმნა პრეზიდენტის კომისია, რომელმაც ეს საკითხი აშშ – ს მთავრობის დღის წესრიგში განათავსა. დღის წესრიგი დარჩა მანამ, სანამ იგი რეალობად არ იქცა პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობის ვადაში.

მუზეუმის რეალიზაციამდე იყო მრავალი პოლიტიკური მოვლენა, რამაც შეანელა მუზეუმის შექმნა. პოლიტიკური მოვლენები მოიცავდა დებატებს სტრუქტურაზე, ადგილმდებარეობასა და სხვა პრიორიტეტებზეც, როგორიცაა დაფინანსების კრიზისი. ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს სურდა მუზეუმის შენობის "პერსონალიზაცია". დაფინანსების კრიზისის შედეგად შემცირდა მუზეუმისთვის პოტენციური დონორების სახსრები, ასევე დაეცა უძრავი ქონების ფასები. თავდაპირველად, კოხის ადმინისტრაცია და ჯორჯ კლეინი აპირებდნენ მუზეუმისთვის საბაჟო სახლის მოპოვებას. 1985 წელს გუბერნატორმა მარიო კუომოს ბროკერმა მოლაპარაკება გამართა მუზეუმის ბატერი პარკში აშენების შესახებ. კლეინი და სხვა ლიდერები აღფრთოვანებულები იყვნენ ცვლილებით, რადგან მათ სურდათ საუკეთესო მუზეუმის შექმნა ყველაზე დაბალ ფასად.

ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმის მრავალი გეგმა იყო წარმოდგენილი, მაგრამ ისინი უარყოფილ იქნა ქალაქის დაგეგმარების ორგანოების მიერ.[4] 1990 წელს მუზეუმი გაერთიანდა ბრუკლინის ჰოლოკოსტის კვლევის ცენტრთან. არქიტექტორმა კევინ როშმა შექმნა მუზეუმის დიზაინი 1993 წელს. იმავე წელს მუზეუმის გამგეობას შეუერთდა ჰოვარდ რუბინშტეინიც.

გეგმები თავიდან ბოლომდე არ განხორციელებულა, რადგან სახსრები არ იყო საკმარისი, ამიტომ 2000 წლის დასაწყისში რეალიზაცია მოხდა დევიდ მარველის ხელმძღვანელობით.[5] 2003 წელს, რობერტ მორგენტაუს ფრთის მიერთება მოიცავდა აუდიტორიას, საკლასო ოთახებს, საკონფერენციო ცენტრს და დროებით საგამოფენო სივრცეს.

1997 წლიდან 2019 წლამდე მუზეუმში ხშირად ტარდებოდა გამოფენა, რომელიც მოგვითხრობდა მე–20 და 21–ე საუკუნეების ებრაული ცხოვრების ისტორიას. მბრუნავი კოლექციის საშუალებით, რომელიც მოიცავდა არტეფაქტებს, ფოტოსურათებსა და დოკუმენტურ ფილმებს, ძირითადი გამოფენა ჰოლოკოსტს ათავსებდა თანამედროვე ებრაული ისტორიის უფრო ფართო კონტექსტში. იგი იყოფა სამ ქრონოლოგიურ ნაწილად: ებრაული ცხოვრება საუკუნეების წინ, ომი ებრაელთა წინააღმდეგ და ებრაული განახლება - თითოეული ცალკე სართულზეა მოთხრობილი. იგი განთავსებული იყო მუზეუმის ექვსმხრივ შენობაში, რომელიც სიმბოლოა დავითის ვარსკვლავისა და ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ექვსი მილიონი ებრაელისა.

გამოფენები და ინსტალაციები რედაქტირება

მუზეუმის კოლექცია შეიცავს ებრაული ისტორიისა და ჰოლოკოსტის 30 000 -ზე მეტ ექსპონატს.[6] ისინი გამოიყენება სხვადასხვა გამოფენებსა და ინსტალაციებში

ოსვენციმი. არც ისე დიდი ხნის წინ. არც ისე შორს რედაქტირება

ეს სპეციალური გამოფენა გაიხსნა 2019 წლის მაისში და გაგრძელდა 2020 წლის 30 აგვისტომდე.[7]

ჩვეულებრივი საგანძური: ექსპონატები ებრაული მემკვიდრეობის კოლექციის მუზეუმიდან რედაქტირება

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები და ნივთები, რომელთაგან ბევრი შემოწირულია მფლობელების ან მათი ნათესავების მიერ. გამოფენა გვიჩვენებს ნაცისტური მმართველობის ქვეშ მყოფი ევროპელი ებრაელების ყოველდღიური ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს.[8]

ენდი გოლდსვორსის ქვების ბაღი რედაქტირება

ენდი გოლდსვორსის მემორიალური ბაღი საზოგადოებისთვის გაიხსნა 2003 წლის 17 სექტემბერს. ბაღი ჩანს მუზეუმის ყველა სართულიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. About: MJHNYC. Museum of Jewish Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 19, 2015. ციტირების თარიღი: May 11, 2015
  2. Museum of Jewish Heritage | A Living Memorial to the Holocaust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 24 February 2021
  3. Jackson, Kenneth T., ed. (2010). The Encyclopedia of New York City (2nd ed.). New Haven: Yale University Press. p. 868. ISBN 978-0-300-11465-2.
  4. 4.0 4.1 Saidel, Rochelle G. Never Too Late to Remember: The Politics behind New York City's Holocaust Museum. New York: Holmes & Meier, 1996. Print.
  5. [Mais, Yitzchak. "Museum of Jewish Heritage: A Living Memorial to the Holocaust (MJH: ALMTTH)." Encyclopaedia Judaica, edited by Michael Berenbaum and Fred Skolnik, 2nd ed., vol. 14, Macmillan Reference USA, 2007]
  6. Collections. ციტირების თარიღი: 6 April 2021
  7. About the exhibition Auschwitz. Not long ago. Not far away.. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2021. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2021.
  8. Ordinary Treasures: Highlights from the Museum of Jewish Heritage Collection. ციტირების თარიღი: December 18, 2019