ეანათუმი
(გადამისამართდა გვერდიდან ეანატუმი)
ეანათუმი — ლაგაშის შუმერი მეფე ძვ. წ. XXV საუკუნეში. ურ-ნანშეს შვილიშვილი. ეანათუმი პირველი იყო ვინც გააერთიანა შუმერი.
ლაგაშს და მეზობელ უმას კონფლიქტი მოუვიდათ სახნავი მიწების გამო. ეანათუმმა გაილაშქრა უმის წინააღმდეგ, რომელსაც ქიშის ენსიც ეხმარებოდა, და დაამარცხა. უმა იძულებული გახდა ხარკი ეხადა ლაგაშისთვის. ამის შემდეგ მან დაიპყრო ქიში, ური, ურუქი, ნიპური და ლარსა. ამის გარდა იგი შეიჭრა ელამში და დაამარცხა ელამელთა ჯარი.
ეანათუმის მმართველობის პერიოდში ლაგაშში ბევრი ტაძარი და სასახლე აშენდა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია სტელა, რომელზეც ასახულია ლაგაშის გამარჯვება უმაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Вотивная надпись Эанатума დაარქივებული 2013-01-07 საიტზე Wayback Machine.
- Надпись Эанатума на «стеле коршунов» დაარქივებული 2013-01-06 საიტზე Wayback Machine.
- Надпись Энметены на «историческом конусе» დაარქივებული 2013-01-07 საიტზე Wayback Machine.